A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 130 of 766
ბუფონადა
(buffonada) მეტისმეტად კომიკური, სახუმარო წარმოდგენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუფონი
(bouffon) მსახიობი, რომელიც კომიკურ როლებს ასრულებს ოპერეტებსა და ვოდევილებში; ხუმარა, ტაკიმასხარა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუქსი
(Büchse) ლოკომოტივის ან ვაგონის დეტალი - კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ღერძის ბოლო საკისარითურთ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუქსირი
(boegseren) 1. გემი, რომელსაც მიჰყავს მასზე გამობმული სხვა გემი ან ტივი, კარჭაპი და მისთ. (სხვაგვარად: საბუქსირო გემი). 2. მსხვილი ბაგირი, რომლითაც გემს მიჰყავს მასზე გამობმული გემი და მისთ. More…
ბუშელი
(bushel) ფხვიერი სხეულების საწყაო ინგლისში (უდრის 36,4 ლიტრს), ამერიკის შეერთებულ შტატებსა (უდრის 35,2 ლიტრს) და ზოგ სხვა ქვეყანაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუში
(bush) "ბუჩქი, ბუჩქნარი"ავსტრალიაში დაუმუშავებელი მიწის დიდი სივრცე, რომელიც დაფარულია ბუჩქნარით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუშლატი
მეზღვაურთა მაუდის კურტაკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუშმენები
(bosjesman) "ტყის კაცი"სამხრეთ აფრიკის უძველესი მკვიდრნი (ცხოვრობენ უმთავრესად უდაბნო კალაჰარიში); მათთვის დამახასიათებელია მცირე სიმაღლე (145-150 სმ), ღია ყავისფერი კანი, ძალზე More…
ბუშპრიტი და ბუგშპრიტი
(bowsprit; boegspriet) ჰორიზონტალური ან დახრილი ძელი, რომელიც გემის ცხვირიდან წინ არის გამოწეული; იალქნიან გემებზე ბ.-ის საშუალებით წინ სწევენ კლივერებს, რის შედეგადაც უმჯობესდება გემის More…
ბუცეფალი
See also: ბუკეფალი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუცი
(boots) მრ. - სპეციალური ფეხსაცმელი ფეხბურთის სათამაშოდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუხტი
(bocht) წრეებად, ცილინდრებად ან რვიანის სახით დაწყობილი გვარლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუხჰალტერი
(Buchhalter) ბუხჰალტერიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუხჰალტერია
1. სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა წარმოების პროდუქტებით და ფულადი გამოსახულებით; ანგარიშწარმოება. ორმაგი ბ. - წარმოების საბუხჰალტრო აღრიცხვის მეთოდი, რომლის მიხედვითაც ყოველი ოპერაცია More…
გაბარდინი
(gabardine) მაღალხარისხოვანი შალის საპალტოე და საკოსტიუმე ქსოვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გაბარიტი
(gabarit) 1. ზღვრული გარემოხაზულობა საგნებისა (მანქანისა, ვაგონისა, გემისა, შენობისა, ხიდისა და სხვ.). 2.,i>რკ.-გზ. ლიანდაგის ხაზიდან ნაგებობათა ხაზამდე არსებული მანძილი, რომელიც More…
გაბიონი
(gabion) მავთულის ბადე ყუთისმაგვარი კონსტრუქციისა, რომელიც ქვით ან კენჭით არის სავსე; მდინარის კალაპოტს იცავს წარეცხვისაგან; იყენებენ აგრეთვე სარეგულაციო და ნაპირების გასამაგრებელ ნაგებობათა More…
გაბრო
(gabbro) შავი ან რუხი ფერის ამოფრქვეული ქანი; კარგად პრიალდება; ფილების სახით იყენებენ კედლის მოსაპირკეთებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გადოლინიუმი
ქიმიური ელემენტი, იშვიათი მიწების ლითონი; განეკუთვნება ლანთანოიდების ჯგუფს,ფინელი ქიმიკოსის ი. გადოლინის (Gadolin, 1760-1852 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გავიალი
წაწვეტებულ - და გრძელდინგიანი ნიანგი; გავრცელებულია ინდოეთის მდინარეებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9