A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 137 of 766
გაური
გარეული ძროხა (ხარი) ერთგვარი; ბინადრობს ინდოეთის, ბირმისა და ინდონეზიის მთიან ტყეებში; მისი მოშინაურებული ფორმაა გაიალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გაუსი
მაგნიტური ინდუქციის ერთეული, გერმანელი მათემატიკოსის Gauβ-ის (1777-1855 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გაუჩო
(gaucho) 1. არგენტინასა და ურუგვაიში - 1)ეთნიკური ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნა მე-16 – 17 სს.-ში ესპანელთა შეუღლებით ინდიელ ქალებთან; ამჟამად უმრავლესობა მოჯამაგირეებად მუშაობს მემამულეთა More…
გაფელი
(gaffel) ანძის ზედა ნაწილზე დამაგრებული სპეციალური რეა, რომელზედაც მიბმულია იალქნის ზედა კიდე; სამხედრო ხომალდებზე იყენებენ სამხედრო-საზღვაო ალმის აღსამართავად. See also: რეა =უცხო More…
გაშეტი
(gâchette) ხელის ცეცხლსასროლ იარაღში: ჩახმახის ფეხი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეა
(Gē, Gaia) მიწისა და მიწისქვეშეთის, ქვესკნელის ქალღმერთი; მისგან წარმოიშვა ყველაფერი, მათ შორის ღმერთები და ადამიანები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეგი
(gag) კინოფილმში ჩართული კომიკური ტრიუკი, ხუმრობა, მახვილსიტყვაობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეგმენი
(gag-man) კომიკური ტრიუკის გამომგონებელი, ავტორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გედისტები
ფრანგი სოციალისტის ჟიულ გედის (1845-1922) მომხრეები; 1901 წ. შექმნეს "საფრანგეთის სოციალისტური პარტია"; ებრძოდნენ ოპორტუნიზმს საფრანგეთის მუშათა მოძრაობაში; პირველი მსოფლიო ომის More…
გეიზერი
(geyser) ვულკანური წარმოშობის ცხელი წყარო, საიდანაც პერიოდულად სცემს წყლისა და ორთქლის შადრევნები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეიზერიტი
გეიზერების მკვრივი ან ფხვიერი ნაღვენთი დანალექი, ტუფის მსგავსი; უპირატესად შედგება კაჟმიწის ჰიდრატისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეიმი
(game) "თამაში"ჩოგბურთში (და ზოგ სხვა თამაშში): პარტიის ნაწილი, ქულათა გარკვეული რაოდენობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეიტონოგამია
(geitōn და gamos) "მეზობელი" და "ქორწინება" მცენარის ერთი და იმავე ეგზემპლარის ყვავილების მიერ ურთიერთდამტვერვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეიშა
იაპონიაში: მსახიობი ქალი, რომლის მოვალეობაა მაყურებლების (მდიდართა სახლებში - სტუმრების) გართობა მახვილსიტყვაობით, სიმღერით, ცეკვით და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გელერტერი
(Gelehrter) "სწავლული"წიგნებით განსწავლული, მაგრამ ცხოვრებას, პრაქტიკულ საქმიანობასა და მოწინავე მეცნიერებას მოწყვეტილი ადამიანი; სქოლასტიკოსი, მედავითნე. =უცხო სიტყვათა More…
გემა
(gemma) ძვირფასი ქვა, რომელზედაც ამოკვეთილია წარწერა ან გამოსახულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გემულა
(gemmula) "პატარა კვირტი"ჩარლზ დარვინის მიერ მემკვიდრეობის ჰიპოთეზაში მოცემული ტერმინი; აღნიშნავს რაღაც უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც თითქოს გამოიყოფა ორგანიზმის ყველა უჯრედის მიერ, More…
გენეალოგია
(genealogia) 1. გვარის, ტომის ისტორია; საგვარეულო ნუსხა. 2. ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც სწავლობს ცალკეული გვარების ისტორიას და ადგენს საგვარეულო ნუსხებს. 3.ბიოლ. ცხოველთა ან More…
გენეალოგიური
გენეალოგიასთან დაკავშირებული; საგვარეულო. გ. ხე - ოჯახის საგვარეულო ნუსხა, რომელიც გრაფიკულად წარმოდგენილია განშტოებული ხის სახით. ენათა გ. კლასიფიკაცია - ენათა დაჯგუფება მათი ნათესაობის, More…
გენები
(genos) "გვარი"მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორიის მიხედვით დისკრეტული ერთეულები, რომელთა საშუალებითაც მემკვიდრეობით გადადის ორგანიზმის ნიშან-თვისებები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9