A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 138 of 766
გენეზი
(genesis) რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს წარმოშობასთან, აღმოცენებასთან დაკავშირებულს. მაგ., ანთროპოგენეზი, პართენოგენეზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენეზისი
(genesis) წარმოშობა, წარმოქმნა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენეზისური
გენეზისთან, წარმოშობასთან დაკავშირებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენეონომია
(genos (geneos) და nomos) "გვარი" და "კანონი" ბურჟუაზიული სოციოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქორწინებასა და ოჯახის წარმოშობა-განვითარებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალ-ადმირალი
უმაღლესი სამხედრო ჩინი საზღვაო ფლოტში. =ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : More…
გენერალ-ანშეფი
(général en chef) "მთავარი გენერალი" მე-18 ს.-ში: ე. წ. სრული გენერალი (უდრის ახლანდელ არმიის გენერალს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალ-აუდიტორი
რევოლუციამდელ რუსეთში თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების საქმიანობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალ-გუბერნატორი
1. რევოლუციამდელ რუსეთში: ერთი ან რამდენიმე გუბერნიის უფროსი, რომლის ხელშიც იყო სამხედრო და ადმინისტრაციული ხელისუფლება. 2. ბრიტანეთის კოლონიურ სამფლობელოებში, აგრეთვე თანამეგობრობის More…
გენერალ-პროკურორი
მეფის რუსეთში: მთავრობის უმაღლესი მოხელე, სენატის მეთაური; მეთვალყურეობდა სახელმწიფო აპარატის საქმიანობის კანონიერებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალ-ფელდმარშალი
იგივეა, რაც ფელდმარშალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალ-ფელდცოიგმაისტერი
იგივეა, რაც ფელდცოიგმაისტერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალბასი
(Generalbass) ნოტების ციფრებით აღნიშვნის ძველებური წესი - ინტერვალების მითითებით ყველაზე დაბალი (ბასის) რეგისტრიდან; იყენებდნენ მე-17- 18 სს.-ში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალი
(général) უმაღლეს მეთაურთა და უფროსთა წოდებულება არმიაში (საბჭოთა კავშირში დაწესებულია წოდებულებანი: გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი და არმიის გენერალი). =უცხო More…
გენერალიზაცია
1. კერძო მოვლენათა დაქვემდებარება რაიმე ზოგადი პრინციპისადმი; განზოგადება. 2.მედიც. ავადმყოფობის განთესვა მთელ ორგანიზმში. 3. კარტოგრაფიული გამოსახულების დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც More…
გენერალისიმუსი
(generalissimus) "ყველაზე მთავარი" უმაღლესი სამხედრო წოდებულება ზოგ ქვეყანაში; ჩვეულებრივ მიეკუთვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის დამსახურებისათვის, კერძოდ, სახელმწიფოს ყველა More…
გენერალიტეტი
(Generalität) არმიის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობა; გენერლები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერალური
(generalis) მთავარი, ძირითადი. მაგ., გ. ხაზი; გ. გეგმა; გ. პროკურორი; გ. რეპეტიცია - უკანასკნელი რეპეტიცია სპექტაკლის, კონცერტის გამართვის წინ, დეკორაციებითა და კოსტიუმებით. გ. შტაბი - More…
გენერატიული
(genero) "წარმოვშობ", "წარმოვქმნი"სქესობრივი გამრავლების ორგანოები (მცენარისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენერატორი
(generator) "წარმომშობი"1. მანქანა, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. 2. მოწყობილობა, რომელიც მაგარ საწვავს (კოქსს, ნახშირს, ხეს და ა. შ.) გარდაქმნის საწვავ More…
გენერატორული გაზი
გაზი (აირი), რომელსაც იღებენ მაგარი საწვავის გაზიფიკაციით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9