A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 139 of 766
გენერაცია
(generatio) "დაბადება"1. ცხოველების, მცენარეების, მინერალების ერთი გვარის ან სახეობის ყველა წევრი. 2. წარმოშობა, გაჩენა. მაგ., ელექტროენერგიის გ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენეტივი
((casus) genetivus) გრამატ. ნათესაობითი ბრუნვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენეტიკა
(genētikos) "წარმოშობასთან დაკავშირებული"ბიოლოგიური მეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენეტიკოსი
გენეტიკის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენეტიკური
1. გენეტიკასთან დაკავშირებული. 2.უმართებ.გენეზისური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენი
See also: გენები =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ -გენ-ი [ბერძ. გვარი; წარმოშობა] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს წარმოშობასთან დაკავშირებულს. მაგ., ჰიდროგენი. უცხო More…
გენია
(genius) უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენიალური
1. გენიით, უდიდესი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული; 2. ასეთი ადამიანის (გენიოსის) დამახასიათებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენიტალური
(genitalis) 1)სქესობრივი; 2)სამშობიარო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენიტივი
იგივეა, რაც გენეტივი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენკანი
იაპონიაში - გამოყოფილი ადგილი წინკარში, სადაც ბინაში, შენობაში შემსვლელნი ფეხსაცმელს იხდიან და ალაგებენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენომი
(Genom; genom(e); ) "წარმოშობა"გენების კომპლექსი, მოცემული ცხოველური თუ მცენარეული უჯრედის ქრომოსომებში (ტერმინი შემოიღო გერმანელმა ბიოლოგმა პ. ვინკლერმა 1920 წ.). =უცხო More…
გენოტიპი
(genos) "გვარი" და "ტიპი"ორგანიზმის მემკვიდრეობითი საფუძველი. See also: ტიპი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გენოციდი
(genos; caedo) "გვარი", "ტომი" და "ვკლავ", "ვხოცავ"მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების გაჟლეტა რასობრივი და ეროვნული (რელიგიური) მოტივებით; ითვლება ერთ-ერთ More…
გენტილური
(gentilis) გვაროვნული, ტომობრივი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეო-
(gē) "დედამიწა"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს მიწასთან, დედამიწასთან დაკავშირებულს. მაგ., გეოლოგია, გეოფიზიკა, გეობოტანიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეობოტანიკა
ბოტანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს მცენარეთა გავრცელება-განაწილებას დედამიწაზე გეოგრაფიულ ფაქტორებთან (კლიმატთან, ნიადაგებთან და სხვ.) დაკავშირებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეოგრაფი
გეოგრაფიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გეოგრაფია
(gē და graphō) "დედამიწა" და "ვწერ", "აღვწერ"1. იმ მეცნიერებათა კომპლექსი, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მოიცავს ფიზიკურ და ეკონომიკურ More…
გეოდეზია
(gē და daizō) "დედამიწა" და "ვყოფ (ნაწილებად)" მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწის ფორმებსა და ზომებს საერთოდ (უმაღლესი გ.) და ადგილზე იღებს ზომებს დედამიწის ზედაპირის More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9