A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
selected terms: 810 page 18 of 41
დეფლაცია
(deflo) "ვუბერავ"ბრუნვაში მყოფი ქაღალდის ფულის რაოდენობის შემცირება მისი მსყიდველობითი ძალის ასაწევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეფლექტორი
(deflecto) "გადავხრი", "გადავწევ"1. გამწოვი მოწყობილობა სავენტილაციო ან საკვამლე მილზე; მუშაობს ქარის ზემოქმედებით. 2. მაგნიტური ხელსაწყო მაგნიტური კომპასის დევიაციის More…
დეფლორაცია
ქალწულობის დაკარგვა.ყვავილების, გაზაფხულისა და სიყმაწვილის რომაული ქალღმერთის Floras-ს სახელის მიხედვით. See also: დე- =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეფოლიანტები
(de- და folium) დე- და "ფოთოლი"ქიმიური ნივთიერებანი, რომლებიც იწვევს ფოთლის გაცვენას; იყენებენ უპირატესად ბამბისთვის ფოთლების მოსაცილებლად (მოსავლის აღების წინ). See also: დე- More…
დეფოლიაცია
სოფ. მეურნ. მოსავლის აღების წინ მცენარისათვის (მაგ., ბამბისათვის) ფოთლების მოცილება მექანიზებული კრეფის გასაადვილებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეფორმაცია
(deformatio) მყარი სხეულის ფორმის ან მოცულობის შეცვლა (შეკუმშვა, გაჭიმვა და სხვ.). Synonym: დეფორმირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეფროსტაცია
გაყინული საკვები პროდუქტების დათბობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეფროსტერი
(defroster) 1. მაცივრის კამერა გაყინული საკვები პროდუქტების დასათბობად. 2. მოწყობილობა, რომლითაც ხდება ავტომობილის საქარე მინის შემოქრევა თბილი ჰაერით (შემოყინულობის წინააღმდეგ). More…
დექლორაცია
ქლორის განდევნა მის შემცველ ორგანულ ნივთიერებათაგან; წყალსადენის წყლის გაწმენდა ქლორისაგან, რომელიც მასში დარჩა ქლორირების შემდეგ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დექსტრინი
(dextrine) სახამებლის პროდუქტი, ერთგვარი წებო; იყენებენ მრეწველობის სხვადასხვა დარგში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დექსტროზა
(dexter) "მარჯვენა"იგივეა, რაც გლუკოზა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეცემვირი
(decemvir < decem და viri) "ათი" და "კაცები"ძველ რომში: მთავრობის კოლეგია, რომელიც ათი კაცისაგან შედგებოდა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეცენტრალიზაცია
1. მმართველობის სისტემა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქცია გადაეცემა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. 2. ცენტრალიზაციის გაუქმება ან შესუსტება. Synonym: დეცენტრალიზება More…
დეცი-
(decem) "ათი"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს მეათედ ნაწილს (მეტრულ სისტემაში). მაგ., დეციმეტრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეციბელი
ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკაში, აკუსტიკაში: ბელის მეათედი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეციგრამი
გრამის მეათედი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეცილიტრი
ლიტრის მეათედი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეციმა
(decima) "მეათედი"1. ინტერვალი მუსიკალური გამის პირველ და მეათე საფეხურს შორის. 2. დიატონიკური გამის მეათე საფეხური. 3. ლიტ. - ათტაეპიანი სტროფი (ესპანური წარმოშობის ლექსთწყობაში). More…
დეციმალიზაცია
დეციმალიზაცია [< decimalis ათობითი] - ერთეულთა ათობით, ათწილად სისტემაზე გადასვლა (მაგ., 1971 წელს ინგლისში მოხდა გირვანქა სტერლინგის დ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეციმალური
(decimalis) ათობითი; ათწილადი. დ. სისტემა- მეტრული სისტემა. კლასიფიკაციის დ. სისტემა - ბიბლიოთეკებში: წიგნების კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც ცოდნის ძირითადი დარგები დაყოფილია ათ More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9