A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
selected terms: 464 page 18 of 24
ჰიპოდერმისი
ჰიპოდერმის-ი [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და derma ტყავი, კანი] – (ანატ.). ეპიდერმისის ქვეშ განლაგებულ უჯრედთა ფენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოდინამია
ჰიპოდინამია [ბერძ. hypo ქვევით, დაბლა და dynamis ძალა, ძლიერება] – მოძრაობის უნარის დაქვეითება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოდრომი
ჰიპოდრომ-ი – იხ. იპოდრომი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოვიტამინოზი
ჰიპოვიტამინოზ-ი – დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობასთან (შდრ. ავიტამინოზი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოთალამუსი
ჰიპოთალამუს-ი [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და thalamos პარკუჭი] – (ანატ.). დიდი ტვინის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ე. წ. მხედველობითი ბორცვების ქვეშ; მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის More…
ჰიპოთეზა
ჰიპოთეზა [ბერძ. hypothesis ვარაუდი] – რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოთერმია
ჰიპოთერმია [ბერძ. hypo ქვევით, დაბლა და thermē სითბო] – (მედიც.). ადამიანის სხეულის ტემპერატურის დაწევა ხელოვნურად; იწვევს გულის მოქმედების, სუნთქვის, ნივთიერებათა ცვლის და სხვ. More…
ჰიპოთიაზიდი
ჰიპოთიაზიდ-ი – სამკურნალწამლო პრეპარატი – ძლიერი შარდსადენი საშუალება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოკინეზია
ჰიპოკინეზია [ბერძ. hypo ქვეშ და kinēsis მოძრაობა] – (მედიც.). დაავადება, რომელიც გამოწვეულია ადამიანის ხანგრძლივი უმოძრაობით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოკოტილი
ჰიპოკოტილ-ი [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით, დაბლა და kotylē ფოსო, ჯამი] – (ბოტან.). ღეროს პატარა მონაკვეთი ფესვსა და პირველ ფოთლებს (ლებნებს) შორის (სხვანაირად: ლებნისქვეშა მუხლი). =უცხო More…
ჰიპოკრენე
ჰიპოკრენე – იხ. იპოკრენე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოლოგია
ჰიპოლოგია [ბერძ. hippos ცხენი და logos მოძღვრება] – მეცნიერება ცხენების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოპლაზია
ჰიპოპლაზია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და plasis წარმოქმნა] – (ანატ.). ქსოვილის ან ორგანოს არასრული განვითარება (შდრ. ჰიპერპლაზია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოპოტამი
ჰიპოპოტამ-ი [ბერძ. hippopotamos] – იგივეა, რაც ბეჰემოთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოსეკრეცია
ჰიპოსეკრეცია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. სეკრეცია)] – (ფიზიოლ.). რომელიმე ჯირკვლის სეკრეტის (იხ. სეკრეტი1) შემცირებულად გამოყოფა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოსტაზი
ჰიპოსტაზ-ი (უფრო სწორია: ჰიპოსტასი) [ბერძ. hypostasis ნალექი] – (მედიც.). სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნაწილებსა და ორგანოებში; ემართებათ ავადმყოფებს, რომელთაც გულის მოქმედება აქვთ More…
ჰიპოსტილი
ჰიპოსტილ-ი [ბერძ. hypostilos სვეტებით შეკავებული] – (არქიტ.). ფართო დახურული ნაგებობა (ტაძრის ან სასახლის დარბაზი), რომლის ჭერიც ეყრდნობა მრავალრიცხოვან, ახლო-ახლო აღმართულ სვეტებს; More…
ჰიპოსულფიტი
ჰიპოსულფიტ-ი – გოგირდოვანმჟავა ნატრიუმი; იყენებენ ფოტოგრაფიაში (ფიქსაჟად) და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოტაქსი
ჰიპოტაქს-ი [ბერძ. hypotaxis] – (ლინგვ.). ქვეწყობა (წინადადებათა). შდრ. პარატაქსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოტენუზა
ჰიპოტენუზა [ბერძ. hypoteinusa] – (მათემ.). სწორკუთხა სამკუთხედის გვერდი, რომელიც მდებარეობს სწორი კუთხის პირდაპირ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9