A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
selected terms: 464 page 19 of 24
ჰიპოტონია
ჰიპოტონია [ბერძ. hypo ქვეშ და tonos დაძაბვა] – (მედიც.). სისხლის წნევის დაქვეითება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოტროფია
ჰიპოტროფია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და tropēo კვება] – რაიმე ორგანოს ან მისი ნაწილის მოცულობის შემცირება (საპირისპ. ჰიპერტროფია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოფიზი
ჰიპოფიზ-ი [ბერძ. hypo ქვეშ და physis წარმოქმნა] – (ანატ.). შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ფუძესთან; გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე. More…
ჰიპოფუნქცია
ჰიპოფუნქცია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. ფუნქცია)] – (ბიოლ.). რაიმე ორგანოს დაქვეითებული მოქმედება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოქონდრია
ჰიპოქონდრია – იხ. იპოქონდრია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოქსია
ჰიპოქსია [ბერძ. hypo ქვევით და გვიანდელი ლათ. oxi(genium) ჟანგბადი] – ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოცენტრი
ჰიპოცენტრ-ი [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. ცენტრი)] – მიწისძვრის კერის ცენტრალური წერტილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰირუდინი
ჰირუდინ-ი [< ლათ. hirudo (hirudinis) წურბელა] – ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს სამედიცინო წურბლის სანერწყვე ჯირკვლები; აფერხებს სისხლის შედედებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტამინი
ჰისტამინ-ი [< ბერძ. histos ქსოვილური ჰორმონი] – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება; დიდი რაოდენობით მოიპოვება ცხოველებისა და ადამიანის სხვადასხვა ორგანოში (ფილტვებში, ღვიძლში, კანში); More…
ჰისტეროსკოპი
ჰისტეროსკოპ-ი [ბერძ. hystera საშვილოსნო და skopeō ვუყურებ] – ხელსაწყო საშვილოსნოს შინაგანი ღრუს დასათვალიერებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტო-
ჰისტო- [< histos ქსოვილი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სხეულის ქსოვილებთან დაკავშირებულს. მაგ., ჰისტოლოგია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტოგენეზი
ჰისტოგენეზ-ი [ბერძ. histos ქსოვილი და genesis წარმოშობა] – ქსოვილის წარმოქმნა ცხოველურ ორგანიზმში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტოლიზი
ჰისტოლიზ-ი [ბერძ. histos ქსოვილი და lysis დაშლა, გახსნა] – ორგანიზმის ქსოვილების დაშლა ქსოვილური ან ბაქტერიული წარმოშობის სხვადასხვა ფერმენტით მათი გახსნის გზით. =უცხო სიტყვათა More…
ჰისტოლოგი
ჰისტოლოგ-ი – ჰისტოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტოლოგია
ჰისტოლოგია [ბერძ. histos ქსოვილი და logos მოძღვრება] – მეცნიერება ადამიანისა და ცხოველების ქსოვილთა აგებულების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტოფიზიოლოგია
ჰისტოფიზიოლოგია – ჰისტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველური ქსოვილებისა და მათი კომპლექსების ფუნქციათა მექანიზმებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტოქიმია
ჰისტოქიმია – ჰისტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველთა და მცენარეთა ქსოვილების ქიმიურ თვისებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰისტრიონი
ჰისტრიონ-ი [ლათ. histrio (histrionis)] – 1. ძველ რომში: მსახიობი, რომელიც პირველ ხანებში უნიღბოდ თამაშობდა (ნიღაბი შემოიღეს I ს.-ში ძვ. წელთაღრ.). 2. ადრეულ შუა საუკუნეებში (მე-9 –13 სს.) More…
ჰიტი
ჰიტ-ი [ინგლ. heat] – 1. საცხენოსნო სპორტში: ცხენის გარბენა მოკლე მანძილზე (საბჭოთა კავშირში – 1. 600 მ-ზე). 2. ველო და მოტოსპორტში: შეჯიბრება, რომლის მონაწილენი გარკვეულ მანძილს სათითაოდ More…
ჰიტლერიზმი
ჰიტლერიზმ-ი – ფაშისტური დიქტატურა გერმანიაში ჰიტლერის მეთაურობით (1933 – 1945 წწ.); ფაშისტური დიქტატურის იდეოლოგია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9