A B C D E F G H I J K L M N

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აყ აშ აც ახ აჯ აჰ
ასა ასე ასთ ასი ასკ ასო ასპ ასტ ასფ ასც
selected terms: 95 page 2 of 5
ასიმილაცია
(assimilatio) 1. რომელიმე ხალხის ეროვნული თავისებურების მოშლა და მისი გათქვეფა სხვა ხალხში;2.ბიოლ. ორგანიზმის მიერ გარეშე ნივთიერების შეთვისების პროცესი;3.ლინგვ. ერთი ბგერის სრული ან More…
ასინდეტონი
(asyndeton) სტილისტიკური ხერხი; გრამატიკულად ერთგვაროვან სიტყვებსა და წინადადებებს შორის კავშირების გამოტოვება; უკავშირობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასინქრონული
(a და synchronos) უარყ. ნაწილაკი და "ერთდროული"არაერთდროული; რაც დროში არ ემთხვევა ერთმანეთს . See also: სინქრონული =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასირიოლოგი
ასირიოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასირიოლოგია
აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი, რომელიც სწავლობს ასურელ-ბაბილონელების, ურარტელების, ხეთებისა და ძველი აღმოსავლეთის ზოგი სხვა ხალხის ენებს, ისტორიასა და კულტურას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასისტენტი
(assistens (assistentis)) "დამსწრე, დამხმარე"1. პროფესორის თანაშემწე ოპერაციის დროს, ლექციების კითხვისას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობაში და სხვ.2. უმაღლეს სასწავლებელში - More…
ასისტენტურა
ასისტენტთა მომზადების სისტემა (ხელოვნების სპეციალობით) უმაღლეს სასწავლებლებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასისტოლია
(a და systolē) უარყ. ნაწილი და "შეკუმშვა"გულის კუნთის შეკუმშვათა მკვეთრი შესუსტება, იწვევს გულის მოქმედების დაქვეითებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასიურე
(assurer) "უზრუნველყოფა"სასტამბო სახაზავი, რომელიც იძლევა რამდენიმე წვრილი ჰორიზონტალური ხაზის ანაბეჭდს; იყენებენ ჩეკების, ქვითრების და მისთ. ბეჭდვისას. =უცხო სიტყვათა More…
ასკარიდი
(askaris (askaridos)) "მუცლის ჭია"მრგვალი ჭია, რომელიც ცხოველებისა და ადამიანის ნაწლავებში პარაზიტობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასკარიდოზი
ავადმყოფობა, რომელსაც იწვევენ ასკარიდები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასკეზა
(askēsis) "ცხოვრების წესი"ცხოვრების წესი, რომელიც უპასუხებს ასკეტიზმის მოთხოვნებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასკერი
(asker) თურქი ჯარისკაცი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასკეტი
(askētēs) "რამეში მოვარჯიშე"ასკეტიზმის მიმდევარი; ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასკეტიზმი
1. რელიგიური მოძღვრება, რომელიც ქადაგებს უკიდურეს თავშეკავებას, სხეულის დათრგუნვას (მარხვით და მისთ.) და ამ გზით "ზნეობრივი სრულყოფის" მიღწევას;2. უკიდურესი თავშეკავება, უარის More…
ასკლეპიოსი
(ასკლეპიოსი) მკურნალობის ღმერთი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ესკულაპი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასკომიცეტები
(askos და mykēs) "ტიკი, ჩანთა" და "სოკო"ჩანთიანი სოკოები; უმაღლესი სოკოების კლასი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასკორბინის მჟავა
(a; scorbutus) უარყ. ნაწილაკი და "სურავანდი"სურავანდის საწინააღმდეგო ვიტამინი (ვიტამინი C). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასო
(assaut) სპორტ. ფარიკაობასა და კრივში - ორი სპორტსმენის სავარჯიშო ბრძოლა (სხვანაირად: თავისუფალი ბრძოლა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასონანსი
(assonance) რითმა, რომელშიც მხოლოდ ხმოვნებია შეწყობილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9