A B C D E F G H I J K L M N

გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გობ გოგ გოე გოლ გომ გონ გოპ გორ გოტ გოფ
selected terms: 36 page 2 of 2
გონიომეტრია
(gōnia და metreō) "კუთხე" და "ვზომავ"1. ტრიგონომეტრიის შესავალი ნაწილი, რომელიც სწავლობს კუთხეების გაზომვის ხერხებს, ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა განსაზღვრას და ელემენტარულ More…
გონიტი
(gony) "მუხლი"მუხლის სახსრის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გონოკოკი
(gonos და kokkos) "თესლი" და "მარცვალი"გონორეის გამომწვევი მიკრობი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გონორეა
(gonorrhoia) ვენერული დაავადება - შარდსადენი მილის ჩირქოვანი ანთება; ტრიპერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გონფალონიერე
(gonfaloniere) "მედროშე"მე-13 – 15 სს.-ში იტალიის ქალაქ-რესპუბლიკებში: თანამდებობის პირი, რომელიც სათავეში ედგა ქალაქის რომელიმე უბნის ლაშქარს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გოპაკი
(гопак) უკრაინული ხალხური ცეკვა, უპირატესად მამაკაცებისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გორგონები
(Gorgon) სამი ფრთიანი ქალ-ურჩხული, რომელთაც თავზე თმის მაგივრად გველები ახვევიათ; მათი შეხედვა ყველა სულდგმულს აქვავებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გორდია
(Gordias) გორდიას კ ვ ა ნ ძ ი - ითქმის რაიმე დახლართული საქმის, ძნელი ამოცანის, გამოუვალი მდგომარეობის შესახებ. გ ო რ დ ი ა ს კ ვ ა ნ ძ ი ს გახსნა - რაიმე რთული, დახლართული საკითხის More…
გორდიას კვანძი
ითქმის რაიმე დახლართული საქმის, ძნელი ამოცანის, გამოუვალი მდგომარეობის შესახებ. გორდიას კვანძის გახსნა - რაიმე რთული, დახლართული საკითხის გაბედულად, ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ძველი More…
გორილა
(gorilla) ყველაზე დიდი (2 მეტრამდე სიმაღლის), ადამიანის მსგავსი მაიმუნი; გავრცელებულია აფრიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გორჟეტი
(gorgette) მელიის ან სხვა ნადირის ბეწვის საყელო, რომელსაც ქალები ატარებენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გოტიკა
(Gotik) ხუროთმოძრვრული სტილი გვიან შუა საუკუნეებში ევროპაში; დამახასიათებელია მაღალ, წვეტიან ნაგებობათა სიმსუბუქე, ისრისებური თაღები, გამჭვირვალე და ფერადი მინის სიუხვე და სხვ. =უცხო More…
გოტიკური
გოტიკასთან დაკავშირებული. გ. შრიფტი - ლათინური შრიფტის ნაირსახეობა, რომელიც გამოირჩევა წვეტიანი და ტეხილი მოხაზულობით; იყენებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში; განსაკუთრებით გავრცელდა More…
გოფერი
ქვეწარმავალი ერთგვარი - მიწისზედა კუ; იცის ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში და ჩრდილოეთ მექსიკაში; მის ხორცს ჭამენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გოფრი
(gaufre) ლითონის, ფანერის და მისთ. თხელი ფურცლები, რომლებსაც აქვს დანაოჭებული, ტალღისებრი, ზედაპირი; იყენებენ სახურავის დასაფარავად, კედლებისათვის და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გოფრირება
(gaufrer) ტალღისებური ნაკეცების გაკეთება ქსოვილზე, ქაღალდზე, თუნუქზე და მისთ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9