A B C D E F G H I J K L M N

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
ეპა ეპე ეპი ეპო
selected terms: 57 page 2 of 3
ეპითალამა
(epithalamios) "საქორწილო"ძველ საბერძნეთსა და რომში; საქორწილო სიმღერა ან ლექსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპითელი
(epi და thēlē) "ზევიდან" და "ძუძუს თავი1.ანატ. - ქსოვილი, რომელიც ფარავს ცხოველისა და ადამიანის სხეულის ზედაპირს, აგრეთვე შინაგანი ღრუ ორგანოების კედლებს. 2.ბოტან. - More…
ეპითეტი
(epitheton) მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგნის ან მოვლენის სახელს და გახაზავს მის დამახასიათებელ თვისებას, აძლევს მას მხატვრულ გამომსახველობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიკა
ეპიკურ ნაწარმოებთა ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიკარდი
(epiდა kardia) -თან და "გული"გულის კედლების გარეთა ფენა. Synonym: ეპიკარდიუმი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიკარდიტი
ეპიკარდიტის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიკოსი
ეპიკური ნაწარმოების ავტორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიკრიზი
(epi და krisis) "შემდეგ" და "გადაწყვეტა"1.მედიც.- საბოლოო დასკვნა რაიმე ავადმყოფობის შესახებ; ჩვეულებრივ ათავსებენ ავადმყოფობის ისტორიის ბოლოში. 2. პათოლოგიური მოვლენა, More…
ეპიკურეიზმი
1. ბერძენი მატერიალისტისა და ათეისტის ეპიკურეს (341-270 წ. ძვ. წელთაღრ.) ფილოსოფიური მოძღვრება. 2. მსოფლმხედველობა, რომელიც შეიქმნა ამ მოძღვრების დამახინჯებულად განმარტების ნიადაგზე - More…
ეპიკურელი
1. ეპიკურეიზმის მიმდევარი. 2.გადატ. ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მაღლა აყენებს თავის პირად სიამოვნებას, ცხოვრებით დატკბობას. See also: ეპიკურეიზმი, მნიშვ.1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიკური
(epikos) 1. ეპოსთან დაკავშირებული. 2.გადატ. დინჯი, დარბაისლური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპილაცია
(e(x) და pilus) -იდან და "თმა"თმის მოცილება, მოშორება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპილეპტიკოსი
(epilēptikos) ადამიანი, რომელსაც ეპილეფსია სჭირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპილეფსია
(epilēpsia) ქრონიკული ნერვული დაავადება, რომელიც ხასიათდება პერიოდული მოულოდნელი შეტევებით; ამ დროს ავადმყოფს გონება ეკარგება და ემართება კრუნჩხვა; ბნედა, ავი ზნე. =უცხო სიტყვათა More…
ეპილოგი
(epilogos) ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოკლედ გადმოცემულია მოქმედ პირთა შემდგომი ბედი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპინეტი
(epinette) Synonym: სპინეტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიორნისი
(aipys და ornis) "მაღალი" და "ფრინველი" სირაქლემას მსგავსი (მორბენალი) ძალიან დიდი (3 მ-ზე მეტი სიმაღლის) ფრინველი; ბინადრობდა კუნძულ მადაგასკარზე; ამოწყვიტეს მე- 17- 18 More…
ეპისკოპატი
ეპისკოპოსთა კრებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპისკოპი
(epi და skopeō) -ზე და "ვუყურებ" ოპტიკური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ეკრანზე გადასცემენ გაუმჭვირი ობიექტების (სურათების, ნახაზების, საგნების და სხვ.) გამოსახულებას. =უცხო More…
ეპისკოპოსი
(episkopos) ქრიტიანული ეკლესიის უმაღლესი სასულიერო წოდებულება; ამ წოდებულების მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9