A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
ვებ ვეგ ვედ ვეზ ვეი ველ ვენ ვეჟ ვერ ვეს ვეტ ვექ ვეჩ ვეჯ
selected terms: 90 page 2 of 5
ველობოლი
(ball) "ველო(სიპედი)" და "ბურთი" ფეხბურთის მსგავსი თამაში; შეჯიბრების მონაწილენი ბურთს დასდევენ ველოსიპედებით და ურტყამენ, აწვდიან ფეხით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველოდრომი
(dromos) "ველო-" და "სარბიელი"; "რბოლა" სპორტული ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედებით შეჯიბრებისათვის; ტრეკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველორიქშა
რიქშა, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს (გავრცელდა მე-20 საუკ. 30-ანი წლებიდან). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველოსიპედი
(vélocipède) ორთვლიანი (ან სამთვლიანი) მოწყობილობა, რომელიც მიჰყავს ზედ მჯდომს პედალებზე ფეხის დაჭერით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველოსიპედისტი
ველოსიპედით მავალი; საველოსიპედო სპორტის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველოსპორტი
საველოსიპედო სპორტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველოტრეკი
Synonym: ტრეკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენა
(vena) სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან მიედინება გულისაკენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენდეტა
(vendetta) სისხლის აღების ადათი (უპირატესად სარდინიასა და კორსიკაზე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენდიტა
(vendita) იტალიაში: კარბონარების ფარული რევოლუციური ორგანიზაციების სახელწოდება (ესპანეთსა და საფრანგეთში მას შეესაბამება ვენტა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენეპუნქცია
(vena და punctio) "ვენა" და "ჩხვლეტა" ვენის პუნქცია; ვენის გაჩხვლეტა ღრუ ნემსით სისხლის გამოსაშვებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენერა
(Venus (Veneris)) უფრო სწორია ვენუსი 1. რომაულ მითოლოგიაში: სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება აფროდიტე);2. დედამიწასთან ყველაზე უფრო ახლო მყოფი პლანეტა; More…
ვენეროლოგი
ვენეროლოგიის სპეციალისტი; ვენერულ სნეულებათა ექიმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენეროლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ვენერულ სნეულებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენერული სნეულება
ინფექციური დაავადება (სიფილისი, გონორეა და სხვ.), რომელიც ჩვეულებრივ სასქესო ორგანოების გზით გადადის; რომაული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთ ვენერას სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა More…
ვენესექცია
(vena და sectio) "ვენა" და "გაკვეთა" ვენის გაკვეთა სისხლის გამოსაშვებად; ძარღვის გახსნა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენეციური სარკმელი
ფართო სარკმელი, თავში მომრგვალებული; შედგება სამი ნაწილისაგან - შუაში ჩვეულებრივი სარკმლისა და აქეთ-იქით თითო ნახევარსარკმლისაგან; იტალიის ქალაქ ვენეციის სახელის მიხედვით. =ვენეციური More…
ვენზელი
(vezel) "კვანძი" ერთმანეთში მხატვრულად გადახლართული ინიციალები (სახელისა და გვარის დასაწყისი ასოები). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვენტა
(venta) 1. ესპანეთში: გზისპირა სამიკიტნო; ფუნდუკი. 2.ისტ. ესპანეთსა და საფრანგეთში (მე-19 საუკ. დამდეგს): კარბონარების ფარული რევოლუციური ორგანიზაციების სახელწოდება (იტალიაში მას შეესაბამება More…
ვენტილატორი
ჰაერის გასაწმენდი მოწყობილობა . Synonym: ვენტილაცია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9