A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვიდ ვივ ვიზ ვით ვიკ ვილ ვიმ ვინ ვიო ვიპ ვირ ვის ვიტ ვიქ ვიშ ვიც
selected terms: 114 page 2 of 6
ვივატ!
(იცოცხლოს) წამოძახილი: "გაუმარჯოს!" =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვივაჩე
(vivace) სწრაფი ტემპით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვივერა
(viverra) პატარა მტაცებელი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვივიპარია
(viviparus) "ცოცხლადმშობი"ცოცხლად (არა კვერცხის დადებით) შობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვივისექტორი
ვივისექციის კეთების სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიზა
(visa) "ნახული"1. სახელმწიფოში შესვლის, იქიდან გამგზავრების ან მის ტერიტორიაზე გავლის ნებართვა, რომელიც იძლევა ამ სახელმწიფოს მთავრობა (აღინიშნება პასპორტში). 2. თანამდებობის პირის More…
ვიზავი
(vis-à-vis) 1.ზმნისართი ვისიმე პირდაპირ, პირისპირ. 2. ვისიმე პირდაპირ მდგომი ან მჯდომი ვინმე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიზიონი
(Vision) ადამიანის წარმოსახვით, წარმოდგენით შექმნილი, არარეალური რამ; მოჩვენება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიზირება
(visieren) 1. ვიზის დადება დოკუმენტებზე. 2. ოპტიკური ან კუთხსაზომი ხელსაწყოს მიმართვა, დამიზნება რაიმე წერტილზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიზირი
(Visier) 1. მოწყობილობა ფოტოგრაფიულ ან კინოგადასაღებ აპარატზე იმის გასარკვევად, თუ სივრცის, ობიექტის რა ნაწილი მოხვდა ფირზე; ხედმძებნი;2. სამიზნე, კორა;3.(ავიაც.) ხელსაწყო, რომლითაც იზომება More…
ვიზიტაცია
(visitatio) საბუთების გასინჯვა საეჭვო გემზე, რომელსაც აღმოაჩენს ღია ზღვაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო გემი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიზიტი
(visite) 1. მცირე ხნით მისვლა ვინმესთან, ვისიმე მონახულება (ჩვეულებრივ ოფიციალურად); სტუმრობა. 2. ექიმის მისვლა ბინაზე ავადმყოფის გასასინჯად. =1.სავიზიტო ბარათი - ბარათი, რომელზედაც More…
ვიზიტიორი
(visiteur) ვიზიტით მისული, სტუმარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიზორი
(visus) "მხედველობა"მოძრავი ხის ჩანგალი, რომლითაც დედანი მაგრდება ტენაკლზე და რომელიც უჩვენებს ტექსტის ასაწყობ სტრიქონს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიზუალური
(visualis) მხედველობითი; თვალით წარმოებული. ვ.დაკვირვება - დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური ხელსაწყოს საშუალებით (ფოტოდაკვირვების, ფოტოგადაღების საპირისპიროდ). =უცხო More…
ვითერიტი
მინერალი; მადანი, რომლიდანაც იღებენ ბარიუმსა და მის მარილებს; ინგლისელი მეცნიერის W. Withering-ის (1741- 1799 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიკარი
(vicarius) 1. მართმადიდებელ ეკლესიაში: არქიელის (ეპისკოპოსის, არქიეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის) თანაშემწე ეპარქიის მართვის საქმეში. 2. კათოლიკურ ეკლესიაში: ადრე - ეპისკოპოსის თანაშემწე, More…
ვიკინგები
(viking) სკანდინავიელი მეომარი მეზღვაურები (მე-8- 11 სს.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიკონტესა
(vicomtesse) ვიკონტის ცოლი ან ქალიშვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვიკონტი
(vicomte) საფრანგეთში, ინგლისსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: აზნაურის ტიტული, საშუალო ბარონსა და გრაფს შორის; ამ ტიტულის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9