A B C D E F G H I J K L M N

ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იხ
selected terms: 567 page 2 of 29
იახტა
(yacht) სასპორტო ან სასეირნო-ტურისტული გემი (მოტორიანი, ორთქლისა ან იალქნიანი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იახტსმენი
(yachtsman) სპორტსმენი, რომელიც მისდევს წყლის სპორტს (ნიჩბოსნობას და სხვ.); იახტის ეკიპაჟის წევრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იაჰვე
იუდაიზმის უზენაესი ღვთაება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იბისი
(ibis; <) ძენძერუკი, ყაჯირი (ფრინველი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იბნ
(ibn) "ძე", "ვაჟიშვილი"ნაწილაკი, რომელიც წინ დაერთვის მამის სახელს ან საგვარეულო სახელს და უდრის ქართულ ძე-ს (არაბული ენის გავლენის ქვეყნებში). =მაგ., აჰმედ-იბნ-აბდალაჰ More…
იგლუ
(igloo) < ალგონკინ. ესკიმოსების საცხოვრებელი ქოხი, ყინულის აგურებით აშენებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იგნიტრონი
(ignis) "ცეცხლი" და "(ელექ)ტრონი" იონური ხელსაწყო, რომელსაც აქვს ვერცხლისწყლის კათოდი; იყენებენ როგორც ცვლადი დენის გამმართველს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იგნორირება
(ignoro) "არ ვიცი" უგულებელყოფა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იგრეკი
(i grec) "ბერძნული ი" ფრანგული ანბანის ბოლოდან მეორე ასოს y-ს სახელი; =მათემატიკაში იხმარება უცნობი ან ცვლადი სიდიდის აღსანიშნავად იქსსა (x) და ზეტთან (z) ერთად. =უცხო More…
იგუანა
(iguana) დიდი გრძელკუდიანი ხვლიკი; ცხოვრობს უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იგუანოდონი
(iguana; odus (odontos)) "ხვლიკი" და "კბილი" განათხარი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა (10 მ-მდე სიგრძისა); დადიოდა ორი ფეხით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იდალგო
(hidalgo) ესპანეთში: აზნაური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იდეა
(idea) "წარმოდგენა", "ცნება" 1. ცნება, წარმოდგენა, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი. More…
იდეალი
(idéal; < idea) "წარმოდგენა", "ცნება" 1. ადამიანის მისწრაფებათა და მოღვაწეობის საბოლოო მიზანი. 2. რისამე სრულყოფის განსახიერება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იდეალიზაცია
(idéaliser) ვისიმე ან რისამე იმაზე უკეთ წარმოდგენა, წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია, ვინმესთვის ან რამესთვის იდეალური თვისებების მიწერა; გაიდეალება. Synonym: იდეალიზება =უცხო სიტყვათა More…
იდეალიზმი
(idéalisme) მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება, ყოფიერება - მეორეული. სუბიექტური ი. - იდეალიზმი, რომელიც უარყოფს ობიექტურ More…
იდეალისტი
იდეალიზმის, იდეალისტური ფილოსოფიის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იდეალური
1. მხოლოდ იდეებში, შემეცნებაში, წარმოდგენაში არსებული; განყენებული. 2. იდეალის შესაბამისი; ამაღლებული, არამიწიერი. 3. საუკეთესო, სამაგალითო, სრულყოფილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იდები
(Idus) რომაულ კალენდარში: დღეები ყოველი თვის შუაში (მარტში, მაისში, ივლისსა და ოქტომბერში - მე-15 დღე, დანარჩენ თვეებში - მე-13). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იდენტიფიკაცია და იდენტიფიცირება
იდენტიფიკაცია და იდენტიფიცირება [< ლათ. identifico ვაიგივებ] -გაიგივება; გათანაბრება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9