A B C D E F G H I J K L M N

ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იხ
იუა იუბ იუდ იუვ იულ იუმ იუნ იუპ იურ იუს იუტ იუხ
selected terms: 34 page 2 of 2
იუნკერი
(Junker) 1. ყოფილ პრუსიაში: მსხვილი მიწათმფლობელი აზნაური, მემამულე. 2. მეფის რუსეთში: ადრე - დაბალი ჩინის სამხედრო პირი (რიგითი ან უნტერ-ოფიცერი) აზნაურთა წრიდან; შემდეგ - საშუალო სამხედრო More…
იუნონა
(Juno (Junonis)) მთვარის, ცისა და მიწის ქალღმერთი, ქორწინებისა და დაბადების მფარველი; ითვლება იუპიტერის მეუღლედ (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰ ე რ ა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იუპიტერი
(Jupiter) 1. ცის, სინათლისა და წვიმის ღმერთი, უზენაესი ღვთაება; ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ზ ე ვ ს ი. 2.ასტრ. მზის სიტემის ყველაზე დიდი პლანეტა, მზიდან რიგით მეხუთე; ჰყავს 12 More…
იურა, იურის სისტემა
მეზოზოური ერის მეორე (შუა) პერიოდი, რომელიც დაიწყო 150 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 40 მილიონ წელს; საფრანგეთ-შვეიცარიის მთაგრეხილ იურის (Jura) სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა More…
იურთი
(jurt) ცენტრალური და შუა აზიის ხალხებში: გადასატანი საცხოვრებელი - ქეჩის კარავი კონუსის ან ნახევარსფეროს მოყვანილობისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იურიდიული
(juriducus) "სამოსამართლორაც დაკავშირებულია უფლებრივ, სამართლის ნორმებთან, ამ ნორმების შესწავლა-გამოყენებასთან. =ი. პირი - ორგანიზაცია ან დაწესებულება, რომელსაც შეუძლია ფლობდეს More…
იურისდიქცია
(jurisdictio) "სასამართლო წარმოება"1. სასამართლო საქმის წარმოების უფლება; განსჯადობა. 2. საქმეები, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულების წარმოებას ექვემდებარება. =უცხო სიტყვათა More…
იურისკონსულტი
(juris-consultus) "სამართლისმცოდნე"წარმოების, დაწესებულების, საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუდმივი კონსულტანტ-იურისტი; ევალება თავისი ორგანიზაციის ინტერესების დაცვა სასამართლო More…
იურისპრუდენცია
(jurisprudentia) 1. იურიდიულ მეცნიერებათა ერთობლიობა; სამართლისმცოდნეობა. 2.იურისტთა პროფესიული მოღვაწეობა, სასამართლო პრაქტიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იურისტი
იურიდიული განათლების მქონე, იურისპრუდენციის დარგში მომუშავე პირი; სამართლისმცოდნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იურტა
See also: იურთი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იუსტიცია
(justitia) "სამართლიანობა", "კანონიერება"1. მართლმსაჯულება, სასამართლო წარმოება. 2. სასამართლო დაწესებულებათა სისტემა, სასამართლო უწყება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იუტი
(hut) ხომალდის ზედა გემბანის წინა ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იუხტი
(jucht) გარკვეული წესით დამუშავებული ტყავი, რომლისგანაც კერავენ სამხედრო ან სამუშაო ფეხსაცმელს, ჩექმებს და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9