A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
selected terms: 1,529 page 2 of 77
კადენცია
(cadenza; cado) "ვამთავრებ", "ვათავებ"1. ჰარმონიული ან მელოდიური საქცევი, რომელიც მუსიკალურ ნაწარმოებს ან მის ნაწილს დაბოლოების ხასიათს აძლევს. 2. რომელიმე საკრავისათვის More…
კადეტი
(cadet) 1. რევოლუციამდელ რუსეთში: კადეტთა კორპუსის მოსწავლე. კადეტთა კორპუსი - დახურული ტიპის სამხედრო საშუალო სასწავლებელი, რომელშიც თავად-აზნაურთა შვილებს ამზადებდნენ ოფიცრებად. 2. ასე More…
კადმიუმი
(cadmium) 1. ქიმიური ელემენტი, რბილი მოვერცხლისფრო ლითონი, რომელიც მოიპოვება თუთიის მადანში; იყენებენ მედიცინაში, ტექნიკაში და სხვ. 2. ხელოვნური ყვითელი საღებავი სხვადასხვა ელფერისა; More…
კადრილი
(quadrille) ერთგვარი ცეკვა, რომელსაც ასრულებს ერთმანეთის პირდაპირ მყოფი რამდენიმე წყვილი; მუსიკა ამ ცეკვისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაენი
იტყვიან მოღალატე ადამიანზე, კაცისმკვლელზე; ადამის შვილის - კაენის სახელის მიხედვით, რომელმაც, ბიბლიური გადმოცემით,მოკლა თავისი ძმა აბელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავალერგარდი
(cavalier და garde) "მხედარი" და "დაცვა" ჯარისკაცი ან ოფიცერი მეფის არმიის განსაკუთრებული პოლკისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავალერი
(cavalier) 1. მამაკაცი, რომელიც ართობს ქალს საზოგადოებაში; მამაკაცი, რომელიც ცეკვავს ქალთან; ქალის მოტრფიალე, თაყვანისმცემელი მამაკაცი. 2. ორდენით (ორდენებით) დაჯილდოებული პირი. მაგ., ოთხი More…
კავალერია
(cavalerie) ცხენოსანი ჯარი. მსუბუქი კ. - 1) მსუბუქად შეიარაღებული მხედრები, რომლებიც ისხდნენ სპეციალურად შერჩეულ ძალიან სწრაფ ცხენებზე (მაგ., ულანები, ჰუსარები - მეფის არმიაში). 2) 1920 - 30 More…
კავალერისტი
კავალერიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავალიერი
(cavalier) მიწაყრილი გზის გაყოლებაზე, რომელიც კეთდება ამოღებული გრუნტით ნამქერისა და ჩამდინარე წყლებისაგან დასაცავად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავალკადა
(cavalcade) 1. ერთად მიმავალ ცხენოსანთა ჯგუფი. 2.მოძვ. ჯგუფად გასეირნება ცხენებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავასაკი
ხის მოტორიან-იალქნიანი თევზსაჭერი გემი; გავრცელებულია შორეული აღმოსავლეთის (განსაკუთრებით იაპონიისა და კორეის) წყლებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავატინა
(cavatina) ოპერაში: პატარა ლირიკული არია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავერნა
(caverna) 1. ღრუ, რომელიც ჩნდება რაიმე ორგანოში ქსოვილების დაშლის შედეგად. მაგ., ფილტვის კავერნა ტუბერკულოზის დროს. 2.გეოლ. ქანში გაჩენილი სიცარიელე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კავიტაცია
(cavitas) "სიცარიელე", "სიღრუე" აირით სავსე ბუშტების წარმოქმნა მოძრავ სითხეში; იწვევს ტურბინების ნაწილთა მარგი მუშაობის დაქვეითებას და მათ ნაადრევ გაცვეთას. =უცხო More…
კაზეინი
(caseus) "ყველი" ცილოვანი ნივთიერება, რძის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყოფა მოხაჭოების დროს; ფართოდ იყენებენ საღებავების, პლასტიკური მასების, წებოს და მისთ. წარმოებაში. More…
კაზემატი
(casemate; <) 1.სამხ. თავდაცვითი ნაგებობა (მიწისქვეშა ან მიწისზედა), რომელიც განკუთვნილია არტილერიის ცეცხლისაგან და მცირე და საშუალო კალიბრის ავიაბომბებისაგან დასაცავად. 2. შეჯავშნული More…
კაზინო
(casino; <) ბურჟუაზიულ ქვეყნებში: 1. სახლი აზარტული თამაშისათვის; სამორინე. 2. ქალაქგარეთ ან კურორტზე მოწყობილი რესტორანი ესტრადითა და სხვადასხვა გასართობით. =უცხო სიტყვათა More…
კაზიონური
(казëнный) "სახაზინო"უსულგულო, ბიუროკრატიული, ფორმალური (დამოკიდებულება, მიდგომა საქმისადმი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაზუალური
(casualis ) "შემთხვევა"რის განზოგადებაც არ ხერხდება; შემთხვევითი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9