A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კვა კვე კვი კვო
selected terms: 51 page 2 of 3
კვარკები
მატერიის ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც ეძებენ ფიზიკოსები; სიტყვა მოგონილია ჯეიმზ ჯოისის მიერ თავის რომანში - "აღაპი ფინეგანისა". =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვარტა
(quarta) 1.მუს. დიატონიკური გამის მეოთხე საფეხური; ინტერვალი პირველსა და მეოთხე საფეხურს შორის;2.სპორტ. ფარიკაობაში: უკურტყმისა და შეტევის ერთ-ერთი ილეთი (ე. წ. "მეოთხე დაცვა"). More…
კვარტალი
(Quartal; >) 1. წელიწადის მეოთხედი (სამი თვე). 2. ქალაქის ნაწილი, რომელიც მოქცეულია ოთხ ქუჩას შორის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვარტერდეკი
(quarter-deck) ზედა გემბანის ცოტათი აწეული, შემაღლებული ნაწილი გემის კიჩოსთან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვარტერონი
(cuarteron) ადამიანი, რომელიც დაიბადა თეთრკანიანისა და მეტისის ქორწინების შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვარტეტი
(quartetto) 1. ოთხი მომღერლის ან ოთხი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი;2. ოთხი საკრავის ან ოთხი მომღერლისათვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვარტი
(quarta (pars)) "მეოთხედი" (ნაწილი)1)ფხვიერი და თხევადი ნივთიერების საწყაო, განსხვავებული სიდიდისა სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვეულებრივ, ლიტრზე ცოტა მეტი; 2)ასეთი მოცულობის ჭურჭელი More…
კვარტირიერი
(Quartierherr) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ჯარის მოძრაობის დროს გზავნიან წინ ბინების საშოვნელად (დასახლებულ პუნქტში) ან ბანაკის გასაშლელი ადგილის შესარჩევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვარტირმაისტერი
(Quartiermeister) ზოგიერთი ქვეყნის არმიაში: თანამდებობის პირი, რომელიც განაგებს ჯარის განლაგებას ბინებში და მის მომარაგებას სურსათითა და ფურაჟით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვარცი
(Quarz) უფერული მინერალი, ყველაზე გავრცელებული დედამიწის ქერქში; სილიციუმის ორჟანგი. =კვარცის ლამპა - ელექტრული ლამპა ულტრაიისფერი სხივების მისაღებად; წარმოადგენს კვარცის პატარა მილს More…
კვარციტი
ქანი, რომელიც შედგება კვარცისაგან და აქვს ცოტაოდენი სხვა მინერალების მინარევები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვატროჩენტო
(quattrocento) "ოთხასი"იტალიის კულტურის (ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების) ისტორიაში: მე-15 საუკუნის სახელწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვებრახო
(quebracho) ძალიან მაგარი ხე, რომლის ქერქი შეიცავს ზოგ ალკალოიდსა და მთრიმლავ ნივთიერებებს; მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვერულანტი
(querulus) "მომჩივანი", "მოდავე"ფსიქიკურად უწონასწორო ადამიანი, რომელიც დავას, საჩივრებს არის გადაყოლილი; დავის მოყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვერშლაგი
(Querschlag) ჰორიზონტალური ან დახრილი მიწისქვეშა სამთო გვირაბი, რომელიც მიწის ზედაპირზე უშუალოდ არ გამოდის; გაჰყავთ ხოლმე ცარიელ ქანებში საბადოს გავრცელების მიმართ დახრით; იყენებენ ტვირთის More…
კვერცხლბეკი
ძეგლის, ქანდაკების დასადგმელი ამაღლებული საფუძველი. შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის. ხშირად სკულპტურული რელიეფებითაც რთავენ. =ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
კვესტორი
(questor) 1. ძველ რომში: სახელმწიფო ხაზინის გამგე, ხაზინადარი. 2. ზოგი ქვეყნის პარლამენტში: ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის გამგე. 3. იტალიაში: პოლიციის მოხელე. =უცხო სიტყვათა More…
კვესტურა
(questura; >) იტალიაში: პოლიციის სამმართველო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვიეტიზმი
(quietus) "მშვიდი"1. მისტიკური რეაქციული მოძღვრება, კათოლიციზმის მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა მე-17 ს.-ში; ქადაგებდა პასიურობას, უმოქმედობას.2.გადატ. პასიური დამოკიდებულება More…
კვინტა
(quinta) "მეხუთე"1. მუსიკალური გამის მეხუთე საფეხური. 2. ვიოლინოს და ზოგი სხვა საკრავის პირველი, ყველაზე მაღალი ტონის სიმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9