A B C D E F G H I J K L M N

ლა ლე ლი ლო ლუ
ლობ ლოგ ლოვ ლოზ ლოთ ლოი ლოკ ლოლ ლომ ლონ ლოჟ ლორ ლოს ლოტ ლოქ ლოღ ლოც ლოჯ
selected terms: 61 page 2 of 4
ლოგოტიპები
(logos და typos) პოლიგრ. "სიტყვა" და "ანაბეჭდი"მარცვლის (და არა ცალკე ასოს) შემცველი ლიტერები სასტამბო ანაწყობში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოველასი
ქალების მუსუსი, არშიყი; მექალთანე - ინგლისელი მწერლის რიჩარდსონის „კლარისა ჰარლოს“ ერთ-ერთი გმირის სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოვერდეკი
(lower deck) გემის ქვედა გემბანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოზუნგი
(Lozung) მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, ამოცანა ან პოლიტიკური მოთხოვნილება; მოწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოთრანგი, ლოთრანგობა
See also: ლუთერანი, ლუთერანობა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოიალური
(loyal) "ერთგული"1. არსებული სახელმწიფო ხელისუფლების მომხრე, ერთგული (ხშირად მხოლოდ გარეგნულად). 2. რაც ასეთ ერთგულებას გამოხატავს. მაგ., ლოიალური დამოკიდებულება. 3. ვინც წესიერად, More…
ლოკალი
(Local) გერმანიაში რესტორანი; კაფე, სასაუზმე; ტრაქტირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოკალიზაცია და ლოკალიზება
(lokalis) "ადგილობრივი"რისამე ადგილის შემოფარგვლა; გარკვეული ადგილიდან რისამე გავრცელებისათვის ხელის შეშლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოკალური
(localis) განსაზღვრული ადგილისათვის დამახასიათებელი; ადგილობრივი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოკატივი
(locativus) გრამატ. ადგილობითი ბრუნვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოკატორი
(loco) "განვალაგებ", "ვათავსებ"აპარატი, რომელიც განსაზღვრავს სხეულის ადგილმდებარეობას მისგან არეკლილი ბგერითი ტალღების ან რადიოტალღების საშუალებით. =უცხო სიტყვათა More…
ლოკაუტი
(lock-out) კაპიტალისტურ ქვეყნებში საწარმოთა დახურვა და მუშათა მასობრივი დათხოვნა გაფიცვების ჩახშობის მიზნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლოკომობილი
(lokomobile) მოძრავი ან სტაციონარული ორთქლძალური დანადგარი, რომელიც შედგება ქვაბის, ორთქლის მანქანისა და დამხმარე მოწყობილობისაგან; იყენებენ სხვადასხვა მანქანის ასამოქმედებლად. =უცხო More…
ლოკომოტივი
ლოკომოტივ-ი [ფრანგ. locomotive]- მანქანა, რომელიც მოძრაობს რკინიგზის ლიანდაგზე და განკუთვნილია მატარებლის შემადგენლობის ან ცალკეული ვაგონების წასაყვანად (ლოკომოტივის ტიპებია: ორთლმავალი, More…
ლოკომოცია
(locus და motio) "ადგილი" და "მოძრაობა"ცხოველებისა და ადამიანის მოძრაობათა სახესხვაობანი, რომლებიც დაკავშირებულია მათ გადაადგილებასთან სივრცეში; ლ.-ს განეკუთვნება: ცურვა, More…
ლოლარდები
(lollards) ინგლისში და ზოგ სხვა ქვეყანაში მონაწილენი გლეხურ-პლებეური მოძრაობისა, რომელმაც მიიღო ანტიკათოლიკური ხასიათი; პირველად გაჩნდნენ ნიდერლანდში 1300 წ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლომბარდი
საკრედიტო დაწესებულება, რომელიც იძლევა სესხს მოძრავი ქონების დაგირავებით - იტალიის პროვინცია ლომბარდიის სახელის მიხედვით, საიდანაც შუა საუკუნეებში გამოდიოდნენ მევახშეები. =უცხო More…
ლომბერის მაგიდა
ბანქოს სათამაშო მაგიდა (ჩვეულებრივ დასაკეცი), რომელზედაც გადაკრულია მწვანე მაუდი, - ძველებური ბანქოს თამაშის „ლომბერის“ სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლონგეტი
(longuette) თაბაშირის სახვევი; ადებენ კიდურის გატეხილი ძვლების შესაზრდელად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლონჟერონი
(longeron) 1.თვითმფრინავის ფრთის გაყოლებაზე სიმაგრისათვის დატანებული ძელი. 2. ავტომობილის, ტრაქტორის ჩარჩოს სიგრძივი ძელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9