უნტერ-ოფიცერ-ი [გერმ. Unteroffizier] – მეფის რუსეთისა და ზოგი უცხო ქვეყნის არმიებში: ჯარისკაცთაგან გამოსულ უმცროს მეთაურთა შემადგენლობის წოდებულება; ამ წოდებულების მქონე პირი. =უცხო More…
უნტერმან-ი [გერმ. Untermann] – ცირკში: აკრობატი, რომელიც პირამიდის (იხ. პირამიდა, მნიშვ. 3) ქვედა წევრია და ყველა სხვა პარტნიორი მასზეა შემდგარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უნტერტონებ-ი [გერმ. Untertöne] – (მუს.). რიგი დამატებითი ტონებისა, რომლებიც ბგერენ მთავარ ტონთან ერთდროულად, მაგრამ მასზე უფრო დაბლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უნცია [ლათ. uncia] – 1. წონის ერთეული ძველ რომში ( და შემდეგ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც – მეტრული სისტემის შემოღებამდე). 2. სააფთიაქო წონის ერთეული რუსეთში (= დაახლოებით 30 გ-ს); More…
უნციალურ-ი დამწერლობა [გვიანდ. ლათ. uncialis] – ლათინური და ბერძნული დამწერლობა, ჩვეულებრივი დამწერლობის კალიგრაფიული ვარიანტი; გავრცელებული იყო მე-4 – 9 სს.-ში. =უცხო სიტყვათა More…