A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფლა ფლე ფლი ფლო ფლუ
selected terms: 46 page 2 of 3
ფლიბუსტიერი
ფლიბუსტიერ-ი [ფრანგ. flibustier] - მე-17 – 18 სს.-ში: ზღვის ყაჩაღი, მეკობრე (ან კონტრაბანდისტი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლიგელ-ადიუტანტი
ფლიგელ-ადიუტანტ-ი [გერმ. Flügel-adjutant] - მეფის რუსეთში: არმიის სარდლის დავალებათა შემსრულებელი ოფიცრის ან მეფის ამალის ოფიცრის ჩინი; ამ ჩინის მქონე ოფიცერი. =ჭაბაშვილი მიხეილ, More…
ფლიგელი
ფლიგელ-ი [გერმ. Flügel] - სახლის გვერდზე მიშენებული ან დიდი სახლის ეზოში დადგმული პატარა საცხოვრებელი შენობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლინტი და ფლინტგლასი
ფლინტ-ი და ფლინტგლას-ი [გერმ. Flint და Flintglas] - ერთგვარი ოპტიკური მინა, რომელიც შეიცავს ტყვიას; ახასიათებს სინათლის გარდატეხის დიდი კოეფიციენტი; იყენებენ სხვადასხვა ოპტიკური დეტალის, More…
ფლირტი
ფლირტ-ი [ინგლ. flirt] - მსუბუქი ტრფიალი, არშიყობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლიუგერი
ფლიუგერ-ი - იხ. ფლუგერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლოგისტონი
ფლოგისტონ-ი [< ბერძ. phlogistos საწვავი] - მე-18 ს.-ში: ქიმიაში გაბატონებული წარმოდგენით: «ცეცხლოვანი მატერია», რომელსაც ვითომდა შეიცავდა ყველა საწვავი ნივთიერება და რომელიც More…
ფლოგოპიტი
ფლოგოპიტ-ი [< ბერძ. phlogōpos ცეცხლისფერი] - მინერალი ქარსების ჯგუფისა; შეიცავს ფთორს; იყენებენ ელექტროტექნიკაში (საიზოლაციოდ). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლომასტერი
ფლომასტერ-ი [ინგლ. flowmaster] - ხელსაწყო საწერად, სახატავად, სახაზავად; კორპუსის შიგნით მოთავსებულია სპეციალური ფერადი მელნით გაჯერებული ე. წ. «მკვებავი»; მასთან მიერთებულია ფოროვანი ღერო, More…
ფლორა
ფლორა - 1. რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის მცენარეთა ყველა სახეობის ერთობლიობა; მცენარეთა სამყარო [ყვავილების, გაზაფხულისა და სიყმაწვილის რომაული ქალღმერთის Flora-ს სახელის მიხედვით]. More…
ფლორეალი
ფლორეალ-ი [ფრანგ. floréal < ლათ. flos (floris) ყვავილი] – (ისტ.). საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის მერვე თვე (20 – 21 აპრილიდან 19 – 20 მაისამდე); კალენდარი მიიღო More…
ფლორინი
ფლორინ-ი [იტალ. florino] – 1. ძველებური ფლორენციული ოქროს ან ვერცხლის ფული. 2. ნიდერლანდის თანამედროვე ფულის ერთეული; გულდენი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლორისტი
ფლორისტ-ი - ფლორისტიკის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლორისტიკა
ფლორისტიკა [< ლათ. Flora (იხ. ფლორა)] - ბოტანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის და აღწერს მთელი დედამიწის ზურგზე ან მის ნაწილებში არსებულ მცენარეთა სახეების (ფლორის) ერთობლიობას. More…
ფლოტაცია
ფლოტაცია [ფრანგ. flottation] - ლითონის მადნის გამდიდრების ერთ-ერთი წესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლოტი
ფლოტ-ი [ჰოლანდ. vloot] - ყველა გემის ერთობლიობა (ტიპის, კუთვნილების, ნაოსნობის რაიონის და მისთ. მიხედვით). მაგ., სამხედრო ფლოტი. სავაჭრო ფლოტი. შავი ზღვის ფლოტი. საჰაერო ფლოტი - More…
ფლოტილია
ფლოტილია [ფრანგ. flottille] – 1. რომელიმე წყლის აუზში არსებული სამხედრო გემების ერთობლიობა. 2. სპეციალური დანიშნულების გემების რაზმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლოქსი
ფლოქს-ი [< ბერძ. flox (ცეცხლის) ალი] - ბაღის დეკორატიული მცენარე ერთგვარი; აქვს სხვადასხვა ფერის ლამაზი ყვავილები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფლუგერი
ფლუგერ-ი [გერმ. Flügel (ჰოლანდ. vleugel) ფრთა] - მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს; წარმოადგენს ანძაზე, ლატანზე დამაგრებულ თავისუფლად მოძრავ More…
ფლუიდი
ფლუიდ-ი [ლათ. fluidus დენადი] – 1. სითხე; სითხის გამოდენა. 2. ჰიპოთეზური უფაქიზესი სითხე, რომლითაც მე-18 ს.-მდე ცდილობდნენ აეხსნათ სითბოს, მაგნეტიზმის, ელექტრობის მოვლენები. 3. სპირიტების More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9