A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ
selected terms: 66 page 2 of 4
ფრანციუმი
ფრანციუმ-ი [ლათ. Francium] – რადიოაქტიური ელემენტი, ტუტე ლითონი; ბუნებაში წარმოიქმნება აქტინიუმის რადიოაქტიური დაშლის შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრაპი
ფრაპ-ი [< ფრანგ. frappe დარტყმა] – ძველებური ბანქოს თამაში ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრაჟე
ფრაჟე [< საკუთ. სახ.]: ფრაჟისა – ვერცხლით დაფარული (თითბრის კოვზი, დანა-ჩანგალი და მისთ.); გავრცელებული იყო ძველად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრატრია
ფრატრია [ბერძ. phratria] – პირველყოფილ-თემურ საზოგადოებაში და ძველ ქვეყნებში (კერძოდ, საბერძნეთში): ერთი პირვანდელი გვარისაგან წარმოშობილი რამდენიმე გვარის გაერთიანება ტომის ფარგლებში. More…
ფრაუ
ფრაუ [გერმ. Frau] – გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში: გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო. =უცხო სიტყვათა More…
ფრაქტურა
ფრაქტურა [ლათ. fractura ტეხილი] – 1. გოტიკური შრიფტის ერთ-ერთი სახეობა. 2. გოტიკური მოხაზულობის ნაწერი, ხელი. 3. (მედიც.). მოტეხილობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრაქცია
ფრაქცია [ფრანგ. fraction] – 1. პოლიტიკური პარტიის შიგნით არსებული დაჯგუფება, რომელიც პარტიის ძირითად ხაზს არ იზიარებს. 2. პარლამენტში: ამა თუ იმ პარტიის დეპუტატთა ორგანიზებული ჯგუფი, More…
ფრახტი
ფრახტ-ი [გერმ. Fracht] – 1. გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა, საფასური. 2. დაქირავებული (დაფრახტული) გემით გადაზიდული ტვირთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრეგატი
ფრეგატ-ი [ფრანგ. frégate] – 1. საყარაულო და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მებრძოლი გემი (ძველად: სამანძიანი იალქნიანი სამხედრო გემი). 2. ზღვის დიდი ტროპიკული ფრინველი. =უცხო სიტყვათა More…
ფრეზა
ფრეზა [ფრანგ. fraise] – 1. მრავალსაჭრისიანი საჭრელი იარაღი, რომელიც ბრუნავს და ისე ამუშავებს, ღარავს ლითონის თუ სხვა მასალის ზედაპირს; საღარავი. 2. ნიადაგის, მიწის გასაფხვიერებელი More…
ფრეზერი
ფრეზერ-ი – იგივეა, რაც ფრეზა (მნიშვ. 2). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრეილინა
ფრეილინა [რუს. фрейлина < გერმ. Fräulein] – მეფის კარზე: დედოფლის ან პრინცესის მხლებელი გაუთხოვარი ქალი თავად-აზნაურთა წრიდან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრეკენ
ფრეკენ [შვედ. fröken] – სკანდინავიის ქვეყნებში: გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ სახელთან ან გვართან ერთად); ქალიშვილი. ქალიშვილო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრენოლოგი
ფრენოლოგ-ი – ფრენოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრენოლოგია
ფრენოლოგია [ბერძ. phrēn გონება, ჭკუა და logos სიტყვა, მოძღვრება] – მცდარი თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის ფსიქიკური და მორალური თვისებების გამოცნობა შეიძლება მისი თავის ქალას More…
ფრენჩი
ფრენჩ-ი – სამხედრო ყაიდის წელში გამოყვანილი ქურთუკი, რომელსაც წინ ოთხი დიდი ჯიბე აქვს დაკერებული, ხოლო უკან – პატარა სარტყელი [ინგლისელი ფელდმარშლის French-ის გვარის მიხედვით]. =უცხო More…
ფრეონები
ფრეონებ-ი – ფთორის შემცველი ორგანული ნაერთები; იყენებენ გამაცივებელ აგენტებად (იხ. აგენტი, მნიშვ. 3) მაცივრებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრესკა
(fresco) ახალიწყლის საღებავებით დახატული სურათი ახლად შელესილ (ჯერ კიდევ სველ) კედელზე, ჭერზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ ფერწერის სახეობა, რომელიც სრულდება კირიან წყალში More…
ფრი
ფრი [ფრანგ. frit შემწვარი] – ბევრ ცხიმში შემწვარი, შებრაწული. მაგ., კარტოფილი ფრი, თევზი ფრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფრიგი
ფრიგ-ი [გერმ. Frigg] – გერმანულ მითოლოგიაში: ქორწინების, სიყვარულისა და ოჯახური კერის ქალღმერთი, ვოდანის ცოლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9