A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფუგ ფუე ფუზ ფუთ ფულ ფუმ ფუნ ფუჟ ფურ ფუს ფუტ ფუფ ფუქ ფუც
selected terms: 49 page 2 of 3
ფუნქციონირება
ფუნქციონირება [< გერმ. funktionieren] – (წიგნ.). თავისი ფუნქციის შესრულება რისამე მიერ; რისამე მოქმედება, მუშაობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუნქციური და ფუნქციონალური
ფუნქციურ-ი და ფუნქციონალური – 1. ფუნქციასთან დაკავშირებული. 2. რაც დამოკიდებულია რისამე მოქმედებაზე და არა სტრუქტურაზე. მაგ., ფუნქციური (ე. ი. არაორგანული) დაავადება. =უცხო სიტყვათა More…
ფუჟერი
ფუჟერ-ი [ფრანგ. fougère] – მაღალფეხიანი მოზრდილი ჭიქა, ბოკალი ლიმონათის, ღვინის და მისთ. დასალევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურაჟი
ფურაჟ-ი [ფრანგ. fourrage] – ცხენის, საქონლის საკვები (მარცვლეული, თივა, ჩალა და სხვ.); ალაფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურაჟირი
ფურაჟირ-ი – პირი, რომელსაც ფურაჟი აბარია; მეფურაჟე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურაცილინი
ფურაცილინ-ი – სამკურნალწამლო პრეპარატი; იყენებენ ხსნარისა და მალამოს სახით ჩირქოვან-ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურგონი და ფურგუნი
ფურგონ-ი და ფურგუნ-ი [ფრანგ. fourgon] – გადახურული სატვირთო ოთხთვალა საზიდარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურია
ფურია [ლათ. Furia] – 1. რომაულ მითოლოგიაში: შურისძიების ქალღმერთი. 2. (გადატ.). იტყვიან ავ, კაპას დედაკაცზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურიერი
ფურიერ-ი [ფრანგ. fourrier] – ზოგ სახელმწოფოში: სამხედრო მოსამსახურე უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა, რომელიც ასრულებს ასეულის ან ესკადრონის კვარტირიერის თანამდებობებს. =უცხო სიტყვათა More…
ფურიერიზმი
ფურიერიზმ-ი – უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი მოძღვრება [ფრანგი სოციალისტ-უტოპისტის შარლ ფურიეს (Fourier, 1722 – 1837 წწ.) გვარის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურისოდე
ფურისოდე [იაპ.] – მორთულ-მოკაზმული კიმონო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურნიტურა
ფურნიტურა [ფრანგ. fourniture] – დამხმარე მასალა რაიმე წარმოებაში, სახელოსნო საქმეში. მაგ., ტანსაცმლის შესაკერი ფურნიტურა (ძაფი, ღილები, დუგმები და სხვ.). საათის ფურნიტურა (მინები, ისრები, More…
ფურორი
ფურორ-ი [ლათ. furor მძვინვარება] – საჯარო წარმატება, რომელიც საზოგადოებაში დიდ აღტაცებას იწვევს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურუნკული
ფურუნკულ-ი [ლათ. furunculus] – კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება; ძირმაგარა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურუნკულოზი
ფურუნკულოზ-ი [გერმ. Furunkulose < ლათ.] – დაავადება, როდესაც ბევრი ფურუნკული უჩნდებათ ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუსტი
ფუსტ-ი [იტალ. fusto] – (არქიტ.). სვეტის ტანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუსუმა
ფუსუმა [იაპ.] – იაპონურ სახლებში: გასაწევი კარი, კედელი (ხშირად ქაღალდისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტი
ფუტ-ი [ინგლ. foot] – სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 12 დუიმს (ე. ი. 30,5 სმ-ს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტლარი
ფუტლარ-ი [რუს. футляр < გერმ. Futteral] – რაიმე ნივთის შესანახი კოლოფი, შალითა და მისთ.; ბუდე. მაგ., სათვალის ფუტლარი. ვიოლონოს ფუტლარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტოქსი
ფუტოქს-ი [ინგლ. futtock] – (ზღვ.). ხის გემის შპანჰოუტის შემადგენელი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9