A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
selected terms: 157 page 2 of 8
ქენდირი
ქენდირ-ი [თურქ.] - მრავალწლოვანი მცენარე; აქვს მაღალი ღირსების ბოჭკო, რომლისგანაც ამზადებენ თოკებს, სათევზაო ბადეებს და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქვაზი
ქვაზი- - (უმართებ.). იხ. კვაზი-. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქვალიტატიური, ქვანტიტატიური
ქვალიტატიურ-ი, ქვანტიტატიურ-ი - (უმართებ.). იხ. კვალიტატიური, კვანტიტატიური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქვორუმი
ქვორუმ-ი - (უმართებ.). იხ. კვორუმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქილიაზმი
ქილიაზმ-ი [ბერძ. chiliasmos < chilias ათასი] - რელიგიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც ქვეყნის დასასრულის წინ დედამიწაზე იქნება ათასწლიანი „ღვთის სუფევა“; დამახასიათებელია ადრეული More…
ქილიასტები
ქილიასტებ-ი - ქილიაზმის მიმდევრები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქილუსი
ქილუს-ი [გვიანდ. ლათ. chylus < ბერძ. chylos წვენი] - რძისფერი სითხე (რძეწვენი), რომელიც მოიპოვება ნაწლავების ლიმფის სადინარებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმერა
ქიმერა [ბერძ. Chimaira] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც აქვს ლომის თავი, თხის ტანი და გველის თავით დასრულებული კუდი; მოკლა ბელეროფონტმა. 2. შუა საუკუნეების More…
ქიმერული
ქიმერულ-ი - განუხორციელებელი, ფანტასტიკური (იხ. ქიმერა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმია
ქიმია [ბერძ. chēmeia] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა ატომურ აგებულებას და ერთი ნივთიერების გარდაქმნას სხვა ნივთიერებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიათერაპია
ქიმიათერაპია [ქიმია და ბერძ. therapeia მკურნალობა] - ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ქიმიური ნივთიერებებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიზაცია
ქიმიზაცია - ქიმიის მიღწევათა ყოველმხრივი გამოყენება, ქიმიური პროცესებისა და უახლესი ქიმიური მასალების დანერგვა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკალიები
ქიმიკალიებ-ი [გერმ. Chemikalien] - ქიმიური წარმოების პროდუქტები, ქიმიური პრეპარატები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკატები
ქიმიკატებ-ი - იგივეა, რაც ქიმიკალიები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკოსი
ქიმიკოს-ი - ქიმიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიური
ქიმიურ-ი - ქიმიასთან დაკავშირებული; რასაც ქიმია სწავლობს. ქიმიური ელემენტი - მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმუსი
ქიმუს-ი [ბერძ. chymos წვენი] - თხელი ფაფისებური მასა ნაწლავებში; წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი წვენების მოქმედების შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქინოლინი
ქინოლინ-ი - ორგანული ნაერთი; მოიპოვება ქვანახშირის ფისში; გამოიყენება როგორც გოგირდის, ფოსფორის გამხსნელი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქინონი
ქინონ-ი - ორგანული ნაერთი არომატული რიგისა, მოოქროსფრო-ყვითელი კრისტალური ნივთიერება; მიიღება ჩვეულებრივ ანილინის დაჟანგვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირომანტი
ქირომანტ-ი - პირი, რომელიც ქირომანტიას მისდევს, მკითხაობს ხელისგულის ხაზების მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9