A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
ქრე ქრი ქრო
selected terms: 33 page 2 of 2
ქრომოფოტოგრაფია
ქრომოფოტოგრაფია [ბერძ. chrōma ფერი და ფოტოგრაფია] - ფერადი ფოტოგრაფია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონიკა
ქრონიკა [ბერძ. chronikos დროსთან დაკავშირებული] – 1. მიმდინარე ცხოვრების ამსახველი ცნობების, ახალი ამბების განყოფილება (გაზეთში, ჟურნალში...). 2. დოკუმენტური კინოფილმი (ჩვეულებრივ, More…
ქრონიკალური
ქრონიკალურ-ი - ქრონიკასთან დაკავშირებული. ქრონიკალური (კინო)ფილმი - იგივეა, რაც ქრონიკა (მნიშვ. 2). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონიკიორი
ქრონიკიორ-ი [ფრანგ. chroniqueur] - გაზეთის, ჟურნალის, რადიოს, ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც აგროვებს მასალას ქრონიკისათვის (იხ. ქრონიკა, მნიშვ. 1). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონიკული
ქრონიკულ-ი - 1. რაც დიდხანს გრძელდება, მიმდინარეობს; ხანგრძლივი, მუდმივი. მაგ., ქრონიკული დაავადება. 2. ისეთი (ავადმყოფი), რომელსაც მოურჩენელი სენი სჭირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონისტი
ქრონისტ-ი - ქრონიკების (იხ. ქრონიკა, მნიშვ. 3) შემდგენელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონოგრაფი
ქრონოგრაფ-ი [ბერძ. chronos დრო და graphō ვწერ] – 1. დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ან ამა თუ იმ მოვლენის დროის ცალკეული მომენტების სარეგისტრაციო ხელსაწყო; დრომწერი. 2. ძველი More…
ქრონოლოგია
ქრონოლოგია [ბერძ. chronos დრო და logos მოძღვრება] – 1. ისტორიული მოვლენების თანამიმდევრობა დროის მიხედვით. 2. დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც ადგენს ისტორიული ამბებისა და საბუთების More…
ქრონოლოგიური
ქრონოლოგიურ-ი - 1. ქრონოლოგიასთან დაკავშირებული. 2. დროის მიხედვით თანამიმდევრული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონომეტრაჟი
ქრონომეტრაჟ-ი [ფრანგ. chronometrage] - განმეორებადი შრომითი ოპერაციების შესრულებაზე სამუშაო დროის ხარჯვის შესწავლის მეთოდი; მდგომარეობს ამ ოპერაციების ხანგრძლივობის გაზომვაში და მათი More…
ქრონომეტრაჟისტი
ქრონომეტრაჟისტ-ი - პირი, რომელიც რისამე ქრონომეტრაჟს აწარმოებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრონომეტრი
ქრონომეტრ-ი [ბერძ. chronos დრო და metreō ვზომავ] – 1. გადასატანი ზუსტი საათი; იყენებენ ასტრონომიაში, ნავიგაციაში, გეოდეზიაში და სხვ. 2. (მოძვ.). ზუსტი ჯიბის საათი. =უცხო სიტყვათა More…
ქრონოსკოპი
ქრონოსკოპ-ი [ბერძ. chronos დრო და skopeō ვუყურებ] - ხელსაწყო დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომად (წამის ერთ მეათასედამდე სიზუსტით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9