A B C D E F G H I J K L M N

ცა ცე ცი ცო ცუ
selected terms: 131 page 2 of 7
ცელულოიდი
ცელულოიდ-ი [ლათ. cellula უჯრედი და ბერძ. eidos სახე] - მაგარი, პლასტიკური, ადვილად აალებადი ნივთიერება, რომლისგანაც ამზადებენ ფოტო- და კინოფირებს, საგალანტერიო ნაწარმს, სათამაშოებს და სხვ. More…
ცემენტაცია
ცემენტაცია - 1. ცემენტით გამაგრება ან დაფარვა. 2. (ტექ.). რბილი ფოლადის ზედაპირის გაჯერება ნახშირბადით მაგარი ზედაპირული ფენის შესაქმნელად (1. და 2. მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე More…
ცემენტი
ცემენტ-ი [გერმ. Zement] – 1. მინერალური ფხვნილისებრი ნივთიერება, რომლისგანაც (წყალში არევით) მიიღება ქვისებური შემკვრელი მასა; იყენებენ სამშენებლო საქმეში. 2. (ანატ.). ძვლოვანი ქსოვილი, More…
ცემენტიტი
ცემენტიტ-ი - რკინის ქიმიური ნაერთი ნახშირბადთან, რკინის კარბიდი; მაგარი და მყიფე კრისტალური ნივთიერება; ფოლადის სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენზი
ცენზ-ი [ლათ. census] – 1. პირობები, რომლებიც საშუალებას აძლევს პიროვნებას ისარგებლოს ამა თუ იმ პოლიტიკური უფლებებით (პირველ რიგში საარჩევნო უფლებით). მაგ., ქონებრივი ცენზი. განათლების More…
ცენზივა
ცენზივა [ფრანგ. censive, გვიანდ. ლათ. censiva] - ფეოდალურ საფრანგეთში: გლეხთა მიერ სენიორის მიწის ჭერა მემკვიდრეობით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენზორი
ცენზორ-ი [ლათ. censor] – 1. თანამდებობის პირი, რომელიც ცენზურას (მნიშვ. 1) ახორციელებს. 2. ძველ რომში: თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოქალაქეთა ქონების შეფასებას, თვალყურს More…
ცენზურა
ცენზურა [ლათ. censura] – 1. დასაბეჭდად, რადიოთი ან ტელევიზიით გადასაცემად, თეატრში ან კინოში დასადგმელად და ა. შ. განკუთვნილი ნაწარმოების გასინჯვა სახელმწიფო ზედამხედველობითი ორგანოს მიერ. More…
ცენტავრი
ცენტავრ-ი [ლათ. Centaurus < ბერძ. Kentauros] - იგივეა, რაც კენტავრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენტალი
ცენტალ-ი [ინგლ. cental < ლათ. centum ასი] - წონის ერთეული ინგლისურ საზომთა სისტემაში; უდრის 100 ინგლისურ გირვანქას ანუ 45,359 კგ.-ს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენტი
ცენტ-ი [ინგლ. cent] - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: ხურდა ფული (მოცემული ქვეყნის ფულის ერთეულის მეასედი ნაწილი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენტიფოლია
ცენტიფოლია [ლათ. centifolia] - ვარდის ერთ-ერთი კულტურული სახეობა; მრავალფურცელა, ბუთხუზა ვარდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენტნერი
ცენტნერ-ი [გერმ. Zentner] - ზომათა მეტრული სისტემის წონის ერთეული; უდრის 100 კილოგრამს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენტრალი1
ცენტრალ-ი1 [რუს. централь < ლათ.] - ცენტრალური, მთავარი მაგისტრალი ან განმანაწილებელი. მაგ., თბოელექტროცენტრალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენტრალი2
ცენტრალ-ი2 [რუს. централь < ლათ.] - რევოლუციამდელ რუსეთში: ცენტრალური საკატორღო ციხე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენტრალიზაცია
ცენტრალიზაცია - 1. ერთ ცენტრში თავმოყრა,ერთ ადგილას გაერთიანება (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ცენტრალიზება). 2. რკინიგზის ტრანსპორტზე: ისრებისა და სიგნალების მართვა ცენტრალური More…
ცენტრალიზმი
ცენტრალიზმ-ი - მმართველობის ან ორგანიზაციის სისტემა, რომლის დროსაც ადგილობრივი ორგანოები ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას, ცენტრს. დემოკრატიული ცენტრალიზმი - კომუნისტური და მუშათა More…
ცენტრალური
ცენტრალურ-ი [ლათ. centralis] – 1. ცენტრთან (მნიშ. 1) დაკავშირებული. 2. ცენტრში (მნიშვ. 2) არსებული. 3. ყველაზე არსებითი, ძირითადი. 4. ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული; მთავარი. 5. უმაღლესი, More…
ცენტრი
ცენტრ-ი [ლათ. centrum] - 1. (მათემ., ფიზ.). რაიმე ღერძების, ხაზების გადაკვეთის წერტილი ფიგურაში; რაიმე ფარდობათა თავმოყრის წერტილი სხეულში. 2. რისამე შუა ნაწილი, შუაგული. 3. ადგილი, სადაც More…
ცენტრიზმი
ცენტრიზმ-ი - ოპორტუნიზმის ყველაზე უფრო შენიღბული ფორმა მეორე ინტერნაციონალის პარტიებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9