ციმბალ-ი [ლათ. cymbalum < ბერძ.] - ხალხური მუსიკალური საკრავი; წარმოადგენს ბრტყელ ყუთს, რომელზედაც გაჭიმულია სიმები; უკრავენ ორი პატარა ხის ჩაქუჩით; წინწილი. =უცხო სიტყვათა More…
ცინიზმ-ი [ბერძ. kynismos] - აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმებისადმი, ისეთი რამესადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს; თავხედური გულახდილობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცირკ-ი [ლათ. cirkus] – 1. სანახაობითი დაწესებულება - მრგვალი შენობა, რომლის შუაშიც მოთავსებულია მოედანი მსახიობთა გამოსვლებისათვის, ხოლო მოედნის გარშემო - ამფითეატრად განლაგებული ადგილები More…
ცირკონ-ი [გერმ. Zirkon] - მინერალი, ცირკონიუმის სილიკატი; იყენებენ ცირკონიუმის მისაღებად, აგრეთვე მედიცინაში, მეტალურგიაში და სხვ.; მისი გამჭვირვალე წითელი და ყავისფერი კრისტალები More…
ცირკულარ-ი [ლათ. cirkularis წრიული] - წერილობითი განკარგულება, რომელიც ეგზავნებათ დაქვემდებარებულ დაწესებულებებს ან ხელქვეითს თანამდებობის პირებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციროზ-ი [ბერძ. kirros ლიმონისფერი, ყვითელი] – (მედიც.). რაიმე ორგანოს შემაერთებელი ქსოვილების გაზრდა, რაც ამ ორგანოს ფუნქციას არღვევს. მაგ., ღვიძლის ციროზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცისტა [< ბერძ. kystis ბუშტი] – 1. (ბიოლ.). ერთუჯრედიანი ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმი, რომელიც დროებით დაფარულია მკვრივი გარსით; თვით ეს გარსი. 2. (მედიც.). იხ. კისტა. More…
ცისტერნა [ლათ. cisterna წყალსატევი] – 1. სითხის (ნავთობის, ბენზინისა და მისთ.) საცავი დიდი რეზერვუარი. 2. ვაგონი, ავტომობილი და სხვ., რომელზედაც სითხის ან გაზის გადასატანი რეზერვუარია More…