A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
selected terms: 464 page 2 of 24
ჰალო1
ჰალო1 [ბერძ. halos]-ოპტიკური მოვლენა - თეთრი ან ცისარტყელასებრი წრეები (ცრუ მზე, ცრუ მთვარე); გამოჩნდება ხოლმე ატმოსფეროში შეტივტივებული ყინულის პაწაწინა კრისტალებში სინათლის გარდატეხისა და More…
ჰალო2
ჰალო2 - იხ. ალო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალოგენი
ჰალოგენ-ი [ბერძ. hals (halos) მარილი და genos წარმოშობა] - ზოგი ქიმიური ელემენტი (ფთორი, ქლორი, ბრომი ან იოდი), რომელიც ბუნებაში მხოლოდ მარილების სახით გვხვდება. =უცხო სიტყვათა More…
ჰალოგენური
ჰალოგენურ-ი - (ქიმ.). ჰალოგენთან დაკავშირებული. ჰალოგენური მჟავები - მჟავები, რომლებიც წარმოქმნილია წყალბადის შეერთებით ჰალოგენებთან (მაგ., მარილმჟავა ქლორის ნაერთი წყალბადთან). More…
ჰალოიდი
ჰალოიდ-ი [ბერძ. hals (halos) მარილი და eidos სახე] - იგივეა, რაც ჰალოგენი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალოფიტები
ჰალოფიტებ-ი [ბერძ. hals (halos) მარილი და phyton მცენარე] - მცენარეები, რომლებიც ხარობენ ძალიან მლაშე ნიადაგებზე (მაგ. ზღვის ნაპირზე და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალსი
ჰალს-ი [ჰოლანდ. hals] – (ზღვ.). 1. გემის მდგომარეობა ქარის მიმართ. მარჯვენა ჰალსი - როდესაც ქარი უბერავს მარჯვენა მხრიდან. მარცხენა ჰალსი - როდესაც ქარი უბერავს მარცხენა მხრიდან. 2. გზის More…
ჰალსტუხი
ჰალსტუხ-ი [გერმ. Halstuch] - ქსოვილის ზოლი, ლენტი, რომელსაც გარკვეული წესით იკეთებენ ყელზე (პერანგის საყელოზე); ყელსახვევი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალურგია
ჰალურგია [ბერძ. hals (halos) მარილი და ergon მუშაობა] - ქიმიური ტექნოლოგიის სახეობა, რომელიც გამოიმუშავებს სხვადასხვა მარილის მიღების წესებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალუცინაცია
ჰალუცინაცია [ლათ. hallucinatio მოტყუება, შეცდომა] - მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმა, რომელიც გამოწვეულია ტვინის მოქმედების დარღვევით (ეჩვენებათ არარსებული საგნები, More…
ჰალფვინდი
ჰალფვინდ-ი [ჰოლანდ. halfwind] – (ზღვ.). - იალქნიანი გემის კურსი, რომლის დროსაც მისი დიამეტრული სიბრტყე ქარის მიმართულების ხაზთან 900-იან კუთხეს ქმნის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალშტატის კულტურა
ჰალშტატის კულტურა - ადრეული რკინის ხანის (ძვ. წელთაღრ. 10-5 სს.) კულტურა ილირიული და კელტური ტომებისა; გავრცელებული იყო შუა ევროპის სამხრეთ ნაწილში [ავსტრიის ქალაქ ჰალშტატის (Hallstatt) More…
ჰამადა
ჰამადა [არაბ.] - უდაბნოს ქვიანი სივრცეები საჰარაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰამადრილი
ჰამადრილ-ი [< ბერძ. Hamadryas (ხის ნიმფის სახელი)] - მაიმუნი პავიანების ჯგუფისა; ბინადრობს აფრიკის ზოგ ქვეყანაში (სუდანში, ეთიოპიაში) და არაბეთის ნახევარკუნძულზე. =უცხო More…
ჰამაკი
ჰამაკ-ი [ფრანგ. hamac] - ბადისებურად მოქსოვილი ჩამოსაკიდებელი საწოლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰანდიკაპი
ჰანდიკაპ-ი [ინგლ. handikap] – 1. რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში (მაგ., რბენაში): შედარებით სუსტი მონაწილისათვის მოცემული უპირატესობა (მანძილის ან დატვირთვის შემცირება და სხვ.). 2. დოღი, რომელშიც More…
ჰანდშპუგი
ჰანდშპუგ-ი [ინგლ. handspike] – (ზღვ.). ხის ან ლითონის ბერკეტი გემზე სიმძიმეების ასაწევად, მოსაბრუნებლად და გადასაადგილებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰანზა
ჰანზა [გერმ. Hansa] - შუა საუკუნეებში: ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო და პოლიტიკური კავშირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰანსვურსტი
ჰანსვურსტ-ი [გერმ. Hanswurst „ჰანსძეხვი“] – 1.ტაკიმასხარა გერმანულ სახალხო თეატრში. 2. გერმანული თოჯინების თეატრის პერსონაჟი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰანტელი
ჰანტელ-ი [გერმ. Hantel] - სატანვარჯიშო იარაღი - თუჯის ორი ბირთვი, რომლებიც ერთმანეთთან მოკლე მრგვალი ტარით არის შეერთებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9