A B C D E F G H I J K L M N

ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იხ
selected terms: 567 page 26 of 29
ირონიზება
ირონიით მოპყრობა; გამასხარავება, დაცინვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ისიდა
(Isis (Isidos); <) ეგვიპტურ მითოლოგიაში: ნაყოფიერებისა და დედობის მფარველი ქალღმერთი, ეგვიპტის ყველა ფარაონის ღვთაებრივი მშობელი; წარმოდგენილი ჰყავდათ ძროხისთავიან ქალად. Synonym: More…
ისლამი
(islām) "თავის შეწირვა ალაჰისადმი"; "მორჩილება"მაჰმადიანთა რელიგია; მუსლიმანობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ისლამიზმი
ისლამის რელიგიური სისტემა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ისტებლიშმენტი
(establishment) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში: ბურჟუაზიული საზოგადოების მმართველი, პრივილეგირებული ჯგუფები; ხელისუფლებისა და მმართველობის მთელი სისტემა. =უცხო სიტყვათა More…
ისტერია
(hystera) "საშო"ფუნქციური ნერვულ-ფსიქიკური დაავადება; ახასიათებს ტირილი, სიცილი, კრუნჩხვები, აგრეთვე ფსიქიკის, შეგრძნობადობის და მისთ. სხვადასხვაგვარი მოშლილობა. =უცხო More…
ისტერიკა
ისტერიის შეტევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ისტმატი
ისტორიული მატერიალიზმი (როგორც სასწავლო საგანი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ისტორია
(historia) 1. კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრება; ამა თუ იმ ქვეყნის (მხარის, ხალხის და სხვ.) წარსული ცხოვრება. 2. რისამე განვითარების პროცესი. 3. More…
ისტორიზმი
1. დიალექტიკის დამახასიათებელი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოვლენათა შესწავლა ხდება მათი ჩასახვა-განვითარების გათვალისწინებით, მათ წარმომშობ კონკრეტულ-ისტორიულ პირობებთან კავშირში. 2. More…
ისტორიკოსი
1. ისტორიის სპეციალისტი. 2. მემატიანე, ჟამთააღმწერელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ისტორიოგრაფი
ისტორიოგრაფიის სპეციალისტი. See also: ისტორიოგრაფიის, მნიშვ.1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ისტორიოგრაფია
(grapho) "ისტორია" და "ვწერ" 1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების შესახებ ისტორიული ცოდნის განვითარებასა და საისტორიო წყაროებს.2. იმ ისტორიულ თხზულებათა More…
ისტორიული
ისტორიასთან დაკავშირებული, ისტორიისათვის მნიშვნელოვანი; ისტორიაში შესული. =ი. მატერიალიზმი - მეცნიერება საზოგადოების განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იტალიანიზმი
1. იტალიური მუსიკის დამახასიათებელი თვისება. 2.ლინგვ. იტალიურიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა რომელიმე ენაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იტალიური
ი. ბუხჰალტერია - იგივეა, რაც ორმაგი ბუხჰალტერია.ი. გაფიცვა - ერთგვარი გაფიცვა, როდესაც გაფიცულები ცხადდებიან სამუშაოზე, მაგრამ არ მუშაობენ. ი. სარკმელი (ფანჯარა) - ერთგვარი ფართო სარკმელი More…
იტალომანი
იტალიური მუსიკის მცოდნე, მოყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იტალომანია
იტალიური მუსიკით გატაცება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იტერბიუმი
ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ოჯახისა; შვეციის პატარა ქალაქ იტერბის (Itterby) სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იტრიუმი
ქიმიური ელემენტი; იყენებენ რადიოელექტრონიკაში, ფოლადების ლეგირებისათვის და სხვ. შვეციის პატარა ქალაქ იტერბის (Itterby) სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9