A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბეგ ბედ ბევ ბეზ ბეი ბეკ ბელ ბემ ბენ ბეჟ ბერ ბეს ბეტ ბეფ ბეშ ბეჰ
selected terms: 75 page 3 of 4
ბეჟი
(beige) ბაცი ყავისფერი; ჩალისფერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერბერინი
(berberine) ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ბევრი მცენარე, განსაკუთრებით კოწახურის (ლათ. Berberis) ფესვის ქერქი; გამოყენება აქვს მედიცინაში; სამრეწველო მიზნებისათვის იღებენ სინთეზურადაც. More…
ბერგ-კოლეგია
(Berg) "მთა" და "კოლეგია"რუსეთში: სამთო საქმის მთავარი სამმართველო, რომელიც შექმნა პეტრე I-მა; გაუქმდა 1807 წ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერგამასკა
(bergamasca) გეოგრ. სახ. - იტალიური წარმოშობის ერთგვარი ძველებური ცეკვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერგამოტი
(bergamotta) 1. ერთგვარი წვნიანი მსხლის ჯიში. 2. ციტრუსოვანი ხე, რომლის ნაყოფის ქერქი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ამ ზეთს დიდი გამოყენება აქვს პარფიუმერიასა და საკონდიტრო საქმეში. =უცხო More…
ბერგლერი
(burglary) ამერიკის შეერთებულ შტატებში: გაქურდვა გატეხით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერგშლაგი
(Bergschlag) ქანების ნატეხების უეცარი ასხლტომა ჭახანით ("ქანების გამოსროლა") ღრმა გვირაბის კედლებიდან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერდანა
საკუთ. სახ. - ძველებური ერთსატენიანი შაშხანა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერეიტორი
(Bereiter) ცხენების გამხედნი; ცხენოსნობის მასწავლებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერეტი
(béret) მრგვალი რბილი ქუდი, რომელსაც წინაფრა (ფარფლი) არა აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერთოლეს მარილი
ქლოროვანმჟავე კალიუმის (თეთრი კრისტალური ფხვნილის) ძველი სახელწოდება; ფხვნილს იყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში. Synonym: კალიუმქლორატი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერთოლიდები
ცვალებადი შედგენილობის ქიმიური ნაერთები, ფრანგი ქიმიკოსის Berthollet-ს (1748-1822 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერი-ბერი
(beriberi ) სინჰალ. "სისუსტე"დაავადება (ავიტამინოზი), რომელიც ემართებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად: გამოწვეულია საკვებში ვიტამინ B1-ს არარსებობით. =უცხო სიტყვათა More…
ბერილი
(bērillos) 1. სილიკატების ჯგუფის მინერალი, რომლისგანაც იღებენ ბერილიუმს; 2. სხვადასხვა ფერის გამჭვირვალე ძვირფასი თვალი (ბივრილი, აკვამარინი, ზურმუხტი და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერილიუმი
ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო ლითონი, მეტად მსუბუქი და მაგარი; იყენებენ ზოგი შენადნობის შემადგენელ ნაწილად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერკელიუმი
რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; მიღებულია ხელოვნურად 1950 წ. სახელი ეწოდა აღმოჩენის ადგილის - ქ. ბერკლის (Berkeley, ამერიკის შეერთებულ შტატებში) - სახელის More…
ბერსალიერი
(bersagliere) იტალიის არმიის საუკეთესო ქვეითი ნაწილების ჯარისკაცი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერსეზი
იავნანა – ვოკალური ან ინსტრუმენტული ნაწარმოები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერტოლეს მარილი
See also: ბერთოლეს მარილი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბერქშირი
(berkshire) გეოგრ. სახ. - ინგლისური ჯიშის ღორი, რომელიც სწრაფად სუქდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9