A B C D E F G H I J K L M N

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
ეპა ეპე ეპი ეპო
selected terms: 57 page 3 of 3
ეპისტოლე
(epistolē) წერილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპისტოლური
ეპისტოლეს ხასიათისა; მომოწერითი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპისტოფი
(epistrophē) "უკან მობრუნება" რიტორიკული ხერხი - ერთი და იმავე სიტყვის ან გამოთქმის გამეორება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიტაფია
(epitaphios) საფლავის ქვის წარწერა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიურა
(épur) ფიგურის პროექციების ბრტყელი ნახაზი, რომელიც მიღებულია პროექციათა სიბრტყეების შეთავსებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიური
ეპიურ-ი (უმართებ.). იხ. ეპიკური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიფიზი
(epiphysis) "ხორცმეტი"1. ტვინის ზედა დანამატი - გირჩისებრი ჯირკვალი. 2. გრძელი მილოვანი ძვლის ბოლო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიფიტი
(epi და phyton) -ზე და "მცენარე"მცენარე, რომელიც ცხოვრობს სხვა მცენარეზე, მაგრამ (პარაზიტისაგან განსხვავებით) მით არ საზრდოობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიცენტრი
(epi; centrum) -ზე და "ცენტრი"ადგილი დედამიწის ზედაპირზე, რომელიც მოთავსებულია რაიმე დამანგრეველი ძალის კერის თავზე ან მის ქვეშ. მაგ., მიწისძვრის ე.; აფეთქების ე. =უცხო More…
ეპიციკლი
(epi და kyklos) -ზე და"წრე" წრეხაზი, რომლის ცენტრი თანაბარზომიერად მოძრაობს სხვა წრეხაზზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპოდი
(epodē) ანტიკურ ლექსთწყობაში; ლირიკული ლექსი, რომელშიც გრძელი ტაეპი ენაცვლება მოკლეს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპოლეტი
(épaulette) რევოლუციამდელი რუსეთისა და ზოგი უცხო ქვეყნის არმიებში: ოფიცრის, გენერლის, ადმირალის საპარადო სამხრე, ბოლოში მომრგვალებული, ფოჩებიანი და ბუზმენტიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპონიმი
(epōnymos) პირი, რომლის სახელისაგან წარმოდგება ხალხის, ადგილის და მისთ. სახელწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპონჟი
(éponge) "ღრუბელი"აბრეშუმის ან ბამბის ერთგვარი ქსოვილი; აქვს ხორკლიანი, ღრუბლისებრი ზედაპირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპოპეა
(epopoiïa) 1. დიდი მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესი ფართოდ და მრავალმხრივ არის ასახული. 2. რისამე რთული და მნიშვნელოვანი ისტორია, დიდი მნიშვნელობის ამბები. More…
ეპოსი
(epos) "სიტყვა", "მოთხრობ"ა1. ლიტერატურის თხრობითი ჟანრი (ლირიკისა და დრამისაგან განსხვავებით) - რომანი, მოთხრობა და სხვ.2. ხალხური საგმირო სიმღერები, პოემები, თქმულებები More…
ეპოქა
(epochē) "გაჩერება" დროის დიდი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენებით, რომელსაც აქვს რაიმე დამახასიათებელი თვისებები; ხანა. 2. გეოლოგიური პერიოდის ნაწილი, More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9