A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
selected terms: 373 page 3 of 19
ვალოკორდინი
სამკურნალო პრეპარატი, დამამშვიდებელი და სისიხლძარღვების გამაფართოებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვალორიზაცია
(valorisation) 1. რაიმე საქონლის ფასის ხელოვნურად აწევა უმთავრესად ამ საქონლის წარმოების შეკვეცის გზით. 2. ღონისძიებათა ერთობლიობა ქაღალდის ფულის კურსის ასაწევად. =უცხო სიტყვათა More…
ვალპურგის ღამე
წმ. ვალპურგისის დღესასწაულის (პირველი მაისის) წინა ღამე, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, More…
ვალსი
(valse) 1. დიდად გავრცელებული წყვილთა ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის;2. ვალსის ფორმის საკონცერტო (საორკესტრო, საფორტეპიანო და სხვ.) ნაწარმოები. See also: ვალსი, მნიშვ. 1. =უცხო სიტყვათა More…
ვალტორნა
(Waldhorn) სპილენძის სასულე საკრავი სპირალურად მოხრილი მილის სახისა, რომელიც ბოლოში ფართოვდება; შედის სასულე ორკესტრის შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვალუტა
(valuta) 1. ამა თუ იმ ქვეყნის ფულის სისტემა; ფულის ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს ამ სისტემას. 2. უცხო სახელმწიფოს ფული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვალცები
(Walze) ცილინდრული ლილვები, რომლებიც ბრუნავენ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და მათ შორის გატარებულ მასალას აბრტყელებენ, ამრგვალებენ, ამსხვრევენ, ფხვნიან და სხვ. =უცხო სიტყვათა More…
ვალჰალა
(Walhalla; val-höl) "მოკლულთა სასახლე"ღმერთ ოდინის სასახლე, სადაც ცხოვრობენ ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სულები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვამპირი
(vampire) 1. ევროპის სხვადასხვა ხალხის ცრუ რწმენით: მიცვალებული, რომელიც ღამღამობით დგება საფლავიდან და მძინარე ადამიანებს სწოვს სისხლს. 2. გადატ. შეუბრალებელი, სისხლისმსმელი ადამიანი. 3. More…
ვამპუმი
(wampum) < ინდიელთა ერთ-ერთი ენიდან ჩრდილოამერიკელ ინდიელებში: ნიჟარებისაგან ასხმული მძივი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვანადატი
ვანადიუმის მჟავას მარილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვანადიუმი
ქიმიური ელემენტი, ღია ნაცრისფერი ლითონი; იყენებენ მაღალხარისხოვანი ფოლადის მისაღებად (სკანდინავიური მითოლოგიის სილამზის ქალღმერთ Vanadis-ის სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვანდალები
(vandali) 1. ძველი გერმანელი ტომი, რომელიც მე-5 ს. შუა წლებში შეესია რომის იმპერიას, გაძარცვა რომი და გაანადგურა აუარებელი კულტურის ძეგლი. 2. გადატ. კულტურის ძეგლთა გამანადგურებელი More…
ვანდალიზმი
კულტურის ძეგლთა განადგურება; ბარბაროსობა. See also: ვანდალები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვანდეა
უფრო სწორია: ვანდეკონტრრევოლუციის კერა; კონტრრევოლუციური ამბოხება [საფრანგეთის დეპარტამენტ ვანდეს (Vendée) სახელის მიხედვით, სადაც მე-18 საუკ. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ხდებოდა More…
ვანდემიერი
(vendémiere; <) "რთველი"საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის პირველი თვე (22- 23 სექტემბრიდან 21-22 ოქტომბრამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და More…
ვანილი
(vanille; <) 1. ტროპიკული მცენარე. 2. ამ მცენარის გამხმარი სურნელოვანი ნაყოფი, რომელსაც იყენებენ კულინარიასა და პარფიუმერიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვანილინი
ვანილის სუნის მქონე ნივთიერება, რომელსაც იღებენ ქიმიურად; ვანილის სუროგატია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვანტები
გემსართავები, რომლებითაც ანძა მაგრდება ბორტებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვანტოზი
(ventôse; ventosus) "ქარიანი"საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის მეექვსე თვე (19- 20 თებერვლიდან 20-21 მარტამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და მოქმედებდა იგი More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9