A B C D E F G H I J K L M N

თა თე თი თო თრ თუ
selected terms: 86 page 3 of 5
თერიოლოგია
(thērion და logos) "ცხოველი", "მხეცი" და "მოძღვრება" ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ძუძუმწოვარ ცხოველებს. Synonym: მამალიოლოგია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმები
(thermae; < thermos) "ცხელი" 1. ძველ რომში: საზოგადოებრივი აბანოები. 2.გეოლ. მიწისქვეშა თბილი ან ცხელი მინერალური წყლები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმიდორი
(thermidor) 1. კონვენტის მიერ 1793 წ. მიღებული ფრანგული რევოლუციური კალენდრის მეთერთმეტე თვე (19-20 ივლისიდან 17- 18 აგვისტომდე). 2. სახელწოდება ამ კალენდრის მე-2 წლის თერმიდორს (1794 წ. 27 More…
თერმინი
უმართებ. See also: ტერმინი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმისტი
ლითონის თერმული დამუშავების სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმიტი
(thermē) "სიცხე", "სითბო"ზოგი ლითონის ჟანგისა და ალუმინის ფხვნილისებური ნარევი, როლის წვის დროსაც წარმოიქმნება ძალიან მაღალი ტემპერატურა; იყენებენ ტექნიკაში (ლითონების More…
თერმო-
(thermē) "სითბო", "სიცხე" რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს სითბოსთან, ტემპერატურასთან კავშირს. =მაგ., თერმოდამუშავება; თერმოიზოლაცია. More…
თერმოგრაფი
(thermē და graphō) "სითბო" და "ვწერ" ტემპერატურის ცვლილების ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმოდინამიკა
ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს სითბური მოძრაობის კანონზომიერებას და სითბური მოძრაობის გავლენას სხეულთა ფიზიკურ თვისებებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმოთერაპია
სითბოს გამოყენება სამკურნალო მიზნით (აბაზანები, ტალახით მკურნალობა და მისთ.). თბომკურნალობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმოიზოლაცია
(thermē) "სითბო", "სიცხე" და "იზოლაცია" რისამე ზედაპირის დაფარვა ისეთი მასალებით (მაგ., აზბესტით), რომლებიც ცუდად ატარებს სითბოს. See also: იზოლაცია =უცხო More…
თერმომეტრი
(thermē და metreō) "სითბო" და "ვზომავ"ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმომეტრია
ფიზიკის ნაწილი, რომელიც ტემპერატურის გაზომვის მეთოდებს სწავლობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმონასტია
(thermē) "სიცხე" და "ნასტიები"მცენარის ორგანოთა მოძრაობა, რაც განპირობებულია ტემპერატურის ცვლილებით გარემოში. See also: ნასტიები =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმორეგულატორი
ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იცავს მოცემულ ტემპერატურას. =მაგ., უთოს თერმორეგულატორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმორეგულაცია
ერთობლიობა ფიზიოლოგიური პროცესებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველების სხეულის ტემპერატურის დაცვას გარკვეულ დონეზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმოსი
(thermos) "თბილი", "ცხელი" სპეციალურად მოწყობილი ჭურჭელი, რომელიც იცავს მასში მოთავსებულ პროდუქტს გაცივებისა ან გათბობისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმოსიფონი
(thermē და siphōn) "სითბო" და "მილი" შიგაწვის ძრავას წყლით გაცივების სისტემა, რომელშიც გამთბარი წყალი ადის ზევით, ხოლო ცივი - ჩადის ქვევით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმოსტატი
(thermē და statos) "სითბო" და "მდგომარე" აპარატი, რომელშიც მუდმივი ტემპერატურაა დაცული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
თერმოსფერო
(thermē და sphaira) "სითბო", "სიცხე" და "სფერო"ატმოსფეროს ფენა 80 კმ-ზე ზევით, რომელშიც ტემპერატურა მატულობს სიმაღლესთან ერთად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9