A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კოა კობ კოგ კოდ კოე კოვ კოზ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოუ კოფ კოქ კოშ კოც კოხ კოჰ
selected terms: 593 page 3 of 30
კოკი
(kok) გემის მზარეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ (kokkos) "მარცვალი" ბურთისებრი ბაქტერია.
კოკილი
(coquille) მეტალურ. ლითონის ყალიბი მრავალჯერადი ჩამოსხმისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკიტოსი
(kōkytos) ერთ-ერთი მდინარე მიწისქვეშა სამეფოსი (აქერონტის შენაკადი), სადაც განისვენებენ გარდაცვლილთა სულები; "მდინარე გოდებისა". =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკლე
(kokle) ლატვიური ხალხური სიმებიანი საკრავი. Synonym: კუოკლე =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკნი
(cockney) 1. ინგლისური ენის "ლონდონური დიალექტი" - ლონდონის დაბალი ფენების (მდაბიური) მეტყველება. 2. ლონდონის ღარიბთა კვარტალების მკვიდრი მოსახლეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკოსი
See also: ქოქოსი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკოტი
(cocotte) მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკპიტი
(cockpit) იახტის, კატერის და მისთანების გემბანის კიჩოზე მოწყობილი სადგომი მესაჭისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკსაგიზი
უმართებ. See also: ქოქსაღიზი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკტეილი
უმართებ. See also: კოქტეილი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლაბორაციონიზმი
(collaboration) "თანამშრომლობა", "ერთობლივი მოქმედება" მეორე მსოფლიო ომის პერიოდში: სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობა ფაშისტური ოკუპაციის დროს. =უცხო სიტყვათა More…
კოლაბორაციონისტი
კოლაბორაციონიზმის მომხრე; სამშობლოს მოღალატე, რომელიც თანამშრომლობდა ფაშისტ დამპყრობლებთან მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლაგენი
(kolla და genos) "წებო" და "გვარი", "წარმოშობა" ცილოვანი ნივთიერება; ცხოველის, ადამიანის შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოების ძირითადი ნაწილი; ხანგრძლივი More…
კოლაგენოზი
იგივეა, რაც კოლაგენური დაავადებანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლაგენური დაავადებანი
დაავადებანი, რომელთათვისაც დამახასიათებელია შემაერთებელი ქსოვილისა და სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება; ამ დაავადებათა ჯგუფს ჩვეულებრივ მიაკუთვნებენ რევმატიზმს, More…
კოლაჟი
(collage) დაწებება1. სახვით ხელოვნებაში: ტექნიკური ხერხი - რაიმე საფუძველზე, ფონზე დაწებება ისეთი მასალებისა, რომლებიც მისგან განსხვავდება ფერითა და ფაქტურით;2. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც More…
კოლარგოლი
სამკურნალო პრეპარატი, წვრილი მოლურჯო-შავი ფირფიტები; შეიცავს 70% ვერცხლს; ხსნარის სახით იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობის მოსაბანად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლატერალები
(collateralis) "გვერდით მყოფი" სისხლის მოძრაობის გვერდითი გზები, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლის მოდენას ან უკუდენას ძირითადი სისხლგამტარი ღეროს გვერდის ავლით. =უცხო სიტყვათა More…
კოლაფსი
(collapsus) "ვინც გონება დაკარგა" სისხლის წნევისა და გულის მოქმედების დაქვეითება ერთბაშად, რასაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლბა
(Kolben) მაღალყელიანი მინის ჭურჭელი მრგვალი ან კონუსური ფორმისა; იყენებენ ლაბორატორიებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9