A B C D E F G H I J K L M N

ლა ლე ლი ლო ლუ
selected terms: 461 page 3 of 24
ლაკრიმატორები
(lacrima) "ცრემლი"ცრემლსადენი მომწამვლელი ნივთიერებანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლაკუნა
(lacuna) "ღრმული", "ფოსო"1.ანატ. ქსოვილებს ან ორგანოებს შორის არსებული ფოსო, სიცარიელე. 2.ფილოლ. ნაკლული ადგილი, ხარვეზი რაიმე ტექსტში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამა
(lama უმაღლესი) ტიბეტსა და მონღოლეთში ლამაისტების ბუდისტ-მონაზონი. See also: დალაი-ლამა, პანჩენ-ლამა =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] More…
ლამაიზმი
ბუდიზმის სახესხვაობა ტიბეტსა და მონღოლეთში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამაისტი და ლამაიტი
ლამაიზმის მიმდევარი. Synonym: ლამაიტი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამანტინი
(lamantin) წყლის ძუძუმწოვარი სირენების რაზმისა; სიგრძე 4-5 მ, წონა 360-600 კგ, იკვებება წყლის მცენარეულობით; მისი სხვადასხვა სახეობა ბინადრობს ატლანტის ოკეანეში (ამერიკის ნაპირებთან), მდ. More…
ლამარკიზმი
ცოცხალი ბუნების განვითარების პირველი მთლიანი ევოლუციური თეორია, რომელიც შექმნა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ლამარკმა - Lamarc, 1744-1829 წწ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამბლია
>საკუთ. სახ. უმარტივესი პარაზიტი; ბუდობს თაგვების, ბოცვრების (შინაური კურდღლების), აგრეთვე ადამიანის (უპირატესად ბავშვების) ნაწლავებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამბლიოზი
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადება, რომლებსაც ლამბლიები იწვევენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამბრეკენი
(lambrequin) 1.ქსოვილის სამკაული კარ-ფანჯრის ღიობებზე. 2. ხის ჩუქურთმა სახურავის შვერილებზე, კარ-ფანჯრის თავზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამენტაცია
(lamentatio) წუწუნი, ჩივილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამინარია
(lamina) =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამინარული დინება
(lamina) Antonym: ტურბულენტური დინება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამპასი
(lampas) განიერი ფერადი ზოლი, დაყოლებული ფორმის შარვლის გვერდითს ნაკერზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლამპიონი
(lampion) ფერადი ქაღალდის ან მინის ფარანი ილუმინაციისათვის; საგანგებო ლამაზი ნათურა ქუჩის, ბაღისა და მისთ. გასანათებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლანგუსტი
(langouste) ზღვის დიდი ათფეხა ჯავშნიანი კიბო, რომელსაც მარწუხები არა აქვს; გავრცელებულია აფრიკისა და სამხრეთ ევროპის ნაპირებთან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლანდგრაფი
(Landgraf) მთავრის ტიტული შუა საუკუნეების გერმანიაში; ამ ტიტულის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლანდები
(landes) ქვიშიანი დაბლობები საფრანგეთში, ბისკაის ყურის ნაპირებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ლანდვერი
(Landwehr) პრუსიაში, გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში (მე-19 ს.-ში და მე-20 ს.-ის დასაწყისში): მეორე რიგის თადარიგის სამხედრო ვალდებულთა კატეგორია; აგრეთვე მათგან შედგენილი საჯარისო ნაწილები. More…
ლანდო
(landau) =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9