A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
selected terms: 702 page 3 of 36
ფალოპის მილი
ფალოპ-ის მილი (ლულა) – (ანატ.). ასე ეწოდებოდა კვერცხსავალს – მილს (ლულას), რომლითაც კვერცხი საკვერცხიდან საშვილოსნოში გადადის [იტალიელი ექიმის Falloppio-ს (მე-16 ს.) სახელის მიხედვით]. More…
ფალოსი
ფალოს-ი [ბერძ. phallos] - მამაკაცის სასქესო ორგანოს, როგორც ბუნების მწარმოებლური ძალის სიმბოლოს, გამოსახულება; თაყვანს სცემდნენ ძველი ხალხები («ფალოსის კულტი»). =უცხო სიტყვათა More…
ფალსიფიკატი
ფალსიფიკატ-ი – ყალბი პროდუქტი, ნაკეთობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფალსიფიკატორი
ფალსიფიკატორ-ი – ფალსიფიკაციის, სიყალბის ჩამდენი; გამყალბებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფალსიფიკაცია
ფალსიფიკაცია [< ლათ. falsifico ვაყალბებ] – 1. რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლა მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბება; რისამე ხარისხის გაუარესება (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე More…
ფალსტარტი
ფალსტარტ-ი [ინგლ. false start] – (სპორტ.). არასწორად აღებული სტარტი, როდესაც შეჯიბრების რომელიმე მონაწილე სხვებზე ადრე, ნიშნის მიცემამდე იწყებს მოძრაობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფალშბორტი
ფალშბორტ-ი [გერმ. Falschbort] - გემის ბორტის მსუბუქი გარსამოსი ზედა გემბანის ზევით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფალშკილი
ფალშკილ-ი [გერმ. Falsckiel] – (ზღვ.). ხის ან ლითონის ძელი, რომელიც დამაგრებულია კილის ქვეშ მის დასაცავად ან გემისათვის მეტი მდგრადობის მისაცემად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფალცეტი
ფალცეტ-ი [იტალ. falsetto] – 1. მომღერლის ხმის განსაკუთრებით მაღალი რეგისტრის ბგერა. 2. მამაკაცის ძალიან წვრილი, ქალისებური ხმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფალცი
ფალც-ი [გერმ. Falz] – 1. ნაკერი რკინის ფურცლების (თუნუქის) შეერთების ადგილას. 2. ნაბეჭდი ფურცლის გადაკეცვის ხაზი აკინძვისას. 3. ფიცრის (ქვის და მისთ.) გაყოლებაზე ამოღარული ხაზი, რომელშიც More…
ფამილიარული
ფამილიარულ-ი [ლათ. familiaris ოჯახური] – მეტისმეტად შინაურული, მოურიდებელი (ქცევა, ურთიერთობა და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფამილისტერი
ფამილისტერ-ი [ფრანგ. familistère < ლათ. familia ოჯახი] – მუშათა საერთო საცხოვრებელი, რომელიც ააგო სოციალისტ-უტოპისტ შ. ფურიეს მოწაფემ გოდენმა ფალანსტერის მიხედვით, ოღონდ ფალანსტერი More…
ფამულუსი
ფამულუს-ი [ლათ. famulus მონა, მსახური] – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: მსახური ან საჭურველთმტვირთველი, მეაბჯრე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფანაბერია
ფანაბერია [პოლონ. fanaberia] – (წიგნ.). უსაფუძვლო მედიდურობა, ყოყოჩობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფანატიზმი
ფანატიზმ-ი – ფანატიკოსის აზრები და მოქმედება; რაიმე რწმენით (რელიგიით და სხვ.) უკიდურესი გატაცება; ბრმადმორწმუნეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფანატიკოსი
ფანატიკოს-ი [ლათ. fanaticus გაშმაგებული] – რაიმე რწმენით (რელიგიით და სხვ.) უკიდურესად გატაცებული ადამიანი; ბრმადმორწმუნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფანატიკური
ფანატიკურ-ი – ფანატიზმით გამსჭვალული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფანგი
ფანგ-ი [გერმ. Fang] - ტრიკოტაჟის ქსოვილი, რომლის ორივე (კარგი და ცუდი) პირი ერთნაირია; იყენებენ უპირატესად თბილი სპორტული ტანისამოსისათვის (მაგ., სვიტრებისათვის). =უცხო სიტყვათა More…
ფანგსბოტი
ფანგსბოტ-ი [ჰოლანდ. vangstboot] - სარეწაო მოტორიანი ნავი სანადირო გემზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფანდანგო
ფანდანგო [ესპ. fandango] - ესპანური ხალხური წყვილთა ცეკვა; ასრულებენ გიტარისა და კასტანიეტების აკომპანემენტით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9