A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
selected terms: 702 page 34 of 36
ფუზელაჟი
ფუზელაჟ-ი - იხ. ფიუზელაჟი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუთშტოკი
ფუთშტოკ-ი [ინგლ. foot (იხ. ფუტი) და გერმ. Stock ჯოხი] – ლარტყა წყლის დონის გასაზომად ზღვაში, მდინარეში, ტბაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფულარი
ფულარ-ი [ფრანგ. foulard] – ერთგვარი მსუბუქი რბილი აბრეშუმის ქსოვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფულე
ფულე [ფრანგ. foulé] – საპალტოე წმინდა შალის ქსოვილი ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუმიგაცია
ფუმიგაცია [ლათ. fumigatio] – სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუნგიციდები
ფუნგიციდებ-ი [ლათ. fungus სოკო და caedo ვკლავ] – შხამიანი ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ მცენარეთა პარაზიტი სოკოებისა და ხის ნაგებობათა დამშლელი სოკოების წინააღმდეგ. =უცხო სიტყვათა More…
ფუნდამენტი
ფუნდამენტ-ი [ლათ. fundamentum] – 1. საძირკველი (შენობისა, ნაგებობისა, მანქანებისა და სხვ.). 2.(გადატ.). საფუძველი რისამე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუნდამენტური და ფუნდამენტალური
ფუნდამენტურ-ი და ფუნდამენტალური – 1. გამძლე, მყარი, მაგარი. მაგ., ფუნდამენტალური ნაგებობა. 2. (გადატ.). ღრმაშინაარსიანი, საფუძვლიანი. მაგ., ფუნდამენტალური გამოკვლევა. 3. ძირითადი, მთავარი. More…
ფუნდატორი
ფუნდატორ-ი [ლათ. fundator] – დამფუძნებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუნიკულიორი
ფუნიკულიორ-ი [ფრანგ. funiculaire] – მთის ციცაბო ფერდობზე მოწყობილი რკინიგზა, რომელზედაც ვაგონები მოძრაობენ საბაგირო წევით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუნქცია
ფუნქცია [ლათ. functio შესრულება] – 1. შესასრულებელი საქმე, მოვალეობა. 2. როლი, მნიშვნელობა, დანიშნულება. 3. (ბიოლ.). ორგანიზმის ან რომელიმე ორგანოს სპეციფიკური მოქმედება. 4. (მათემ.). More…
ფუნქციონალიზმი
ფუნქციონალიზმ-ი [< ლათ. functio შესრულება] – მიმართულება მე-20 ს. უცხოეთის არქიტექტურაში, რაციონალიზმის სახესხვაობა; უპირატესობას ანიჭებს არქიტექტურული ნაწარმოების ფუნქციას More…
ფუნქციონერი
ფუნქციონერ-ი [ფრანგ. fonctionnaire] – ზოგ ქვეყანაში: პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტივისტის სახელწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუნქციონირება
ფუნქციონირება [< გერმ. funktionieren] – (წიგნ.). თავისი ფუნქციის შესრულება რისამე მიერ; რისამე მოქმედება, მუშაობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუნქციური და ფუნქციონალური
ფუნქციურ-ი და ფუნქციონალური – 1. ფუნქციასთან დაკავშირებული. 2. რაც დამოკიდებულია რისამე მოქმედებაზე და არა სტრუქტურაზე. მაგ., ფუნქციური (ე. ი. არაორგანული) დაავადება. =უცხო სიტყვათა More…
ფუჟერი
ფუჟერ-ი [ფრანგ. fougère] – მაღალფეხიანი მოზრდილი ჭიქა, ბოკალი ლიმონათის, ღვინის და მისთ. დასალევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურაჟი
ფურაჟ-ი [ფრანგ. fourrage] – ცხენის, საქონლის საკვები (მარცვლეული, თივა, ჩალა და სხვ.); ალაფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურაჟირი
ფურაჟირ-ი – პირი, რომელსაც ფურაჟი აბარია; მეფურაჟე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურაცილინი
ფურაცილინ-ი – სამკურნალწამლო პრეპარატი; იყენებენ ხსნარისა და მალამოს სახით ჩირქოვან-ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურგონი და ფურგუნი
ფურგონ-ი და ფურგუნ-ი [ფრანგ. fourgon] – გადახურული სატვირთო ოთხთვალა საზიდარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9