A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
selected terms: 702 page 35 of 36
ფურია
ფურია [ლათ. Furia] – 1. რომაულ მითოლოგიაში: შურისძიების ქალღმერთი. 2. (გადატ.). იტყვიან ავ, კაპას დედაკაცზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურიერი
ფურიერ-ი [ფრანგ. fourrier] – ზოგ სახელმწოფოში: სამხედრო მოსამსახურე უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა, რომელიც ასრულებს ასეულის ან ესკადრონის კვარტირიერის თანამდებობებს. =უცხო სიტყვათა More…
ფურიერიზმი
ფურიერიზმ-ი – უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი მოძღვრება [ფრანგი სოციალისტ-უტოპისტის შარლ ფურიეს (Fourier, 1722 – 1837 წწ.) გვარის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურისოდე
ფურისოდე [იაპ.] – მორთულ-მოკაზმული კიმონო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურნიტურა
ფურნიტურა [ფრანგ. fourniture] – დამხმარე მასალა რაიმე წარმოებაში, სახელოსნო საქმეში. მაგ., ტანსაცმლის შესაკერი ფურნიტურა (ძაფი, ღილები, დუგმები და სხვ.). საათის ფურნიტურა (მინები, ისრები, More…
ფურორი
ფურორ-ი [ლათ. furor მძვინვარება] – საჯარო წარმატება, რომელიც საზოგადოებაში დიდ აღტაცებას იწვევს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურუნკული
ფურუნკულ-ი [ლათ. furunculus] – კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება; ძირმაგარა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფურუნკულოზი
ფურუნკულოზ-ი [გერმ. Furunkulose < ლათ.] – დაავადება, როდესაც ბევრი ფურუნკული უჩნდებათ ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუსტი
ფუსტ-ი [იტალ. fusto] – (არქიტ.). სვეტის ტანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუსუმა
ფუსუმა [იაპ.] – იაპონურ სახლებში: გასაწევი კარი, კედელი (ხშირად ქაღალდისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტი
ფუტ-ი [ინგლ. foot] – სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 12 დუიმს (ე. ი. 30,5 სმ-ს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტლარი
ფუტლარ-ი [რუს. футляр < გერმ. Futteral] – რაიმე ნივთის შესანახი კოლოფი, შალითა და მისთ.; ბუდე. მაგ., სათვალის ფუტლარი. ვიოლონოს ფუტლარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტოქსი
ფუტოქს-ი [ინგლ. futtock] – (ზღვ.). ხის გემის შპანჰოუტის შემადგენელი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტურამა
ფუტურამა [ლათ. futurum მომავალი და horama ხედი, სანახაობა] – კინო, რომელშიც აჩვენებენ მომავლის ტექნიკას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტურიზმი
ფუტურიზმ-ი [< ლათ. futurum მყოფადი, მომავალი] – მე-20 ს. ლიტერატურასა და ხელოვნებაში: ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს More…
ფუტურისტი
ფუტურისტ-ი – ფუტურიზმის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტუროლოგი
ფუტუროლოგ-ი – ფუტუროლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტუროლოგია
ფუტუროლოგია [ლათ. futurum მომავალი და ბერძ. logos მოძღვრება] – სოციოლოგიის დარგი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს (სხვანაირად: სოციალური პროგნოსტიკა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუფაიკა
ფუფაიკა [რუს. фуфайка] – ნაქსოვი თბილი პერანგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუქსი
ფუქს-ი [გერმ. Fuchs მელია] – ბილიარდში: შემთხვევით მოგებული (ლუზაში ჩაგდებული) ბურთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9