A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
selected terms: 768 page 37 of 39
ბურდონი
(bourdon) ორგანის ბასის რეგისტრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურე
(bourrée) ძველებური ფრანგული საფერხულო ცეკვა ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურები
ჰოლანდიელი კოლონისტების შთამომავალნი სამხრეთ აფრიკაში (თავის თავს უწოდებენ აფრიკანერებს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურეტი
(bourrette) აბრეშუმის ნედლეულის ნარჩენები; იყენებენ დაბალი ხარისხის ძაფების დასამზადებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურიდანის ვირი
ამბავი იმ ვირის შესახებ, რომელიც იმყოფება ორ სავსებით ერთგვარ თივის ბულულს შორის და ვერ აურჩევია ვერც ერთი და რომელსაც ამის გამო შიმშილით სიკვდილი ელის,მე-14 ს. ფრანგი ფილოსოფოსის ჟ. More…
ბურიმე
(bouts-rimés) მრ. - ლიტერატურული თამაში - წინასწარ მოცემული რითმებით იუმორისტული ლექსების შეთხზვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურლესკი
(burlesque) კომიკური, პაროდიული პოეზიის ჟანრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურმისტრი
(бурмистр) ბატონყმურ რუსეთში: მემამულის მოურავი ან მამასახლისი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურნუსი
(burnus) 1. გრძელი კაპიუშონიანი მოსასხამი, ჩვეულებრივ, თეთრი ფერისა; ატარებენ ბედუინები. 2. ქალის ერთგვარი პალტო, ფართოსახელოებიანი; გავრცელებული იყო მე-19 ს.-ში. =უცხო სიტყვათა More…
ბურჟუა
(bourgeois) ბურჟუაზიის წარმომადგენელი. =ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, More…
ბურჟუაზია
(bourgeoisie) 1. კაპიტალისტურ საზოგადოებაში - გაბატონებული კლასი, რომლის ხელშიც არის სამუშაო იარაღი და საწარმოო საშუალებანი და რომელიც ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას. 2. შუა More…
ბურჟუაზიული
1. ბურჟუაზიასთან დაკავშირებული. 2. რაც მიუთითებს ბურჟუაზიის წამყვან მდგომარეობაზე, მის ხელმძღვანელობაზე; რაც ხდება ბურჟუაზიის ინტერესების შესაბამისად. მაგ., ბ. რევოლუცია, ბ. რესპუბლიკა. More…
ბურსა
(bursa) "ჩანთა", "სალარო"მე-18 – 19 სს.-ში - სასულიერო სასწავლებლის, სემინარიის საერთო საცხოვრებელი; თვით სასულიერო სასწავლებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ More…
ბურსიტი
ბურსის ანთება. See also: ბურსა 2 =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურუნდუკი
ბურუნდუკ-ი - ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა; ბინადრობს აზიისა და ჩრდ.-აღმ. ევროპის ტყეებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურში
(Bursch) გერმანიაში - მეტსახელი უფროსი კურსების სტუდენტისა, რომელიც ეკუთვნის სტუდენტთა ერთ-ერთ კორპორაციას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბურხანი
ბუდის ან სხვა ბუდისტური კერპის ქანდაკება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუსოლი
(boussole) ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ჰორიზონტალურ კუთხეებს (გეოდეზიური აგეგმვისას, საარტილერიო სროლის დროს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუსტერი
(booster) მოწყობილობა მანქანის ან მექანიზმის სამუშაო ძალვის გასაზრდელად განსაკუთრებით დიდი დატვირთვის დროს (მაგ., ორთქლმავალში, თვითმფრინავში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუსტროფედონი
(bustrophēdon) წერის ერთგვარი წესი, როდესაც პირველი და ყველა მომდევნო კენტი სტრიქონი იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო მეორე და ყველა მომდევნო წყვილი სტრიქონი - მარცხნიდან მარჯვნივ; More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9