A B C D E F G H I J K L M N

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აყ აშ აც ახ აჯ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანს ანტ ანუ ანფ ანქ ანშ ანჩ ანჰ
selected terms: 263 page 4 of 14
ანგიომა
(angeion) "სისხლძარღვი"კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება სისხლძარღვების ან ლიმფის სადინარებისგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგიონევროზი
(angeion) "სისხლძარღვი და "ნევროზი"იმ ნერვების მოქმედების მოშლილობა, რომლებიც აფართოებს და ავიწროებს სისხლძარღვებს: ახასიათებს კანის უეცარი გაფერმკრთალება ან გაწითლება, მწვავე More…
ანგიოსტომიდები
(angeion, stoma და eidos) "სისხლძარღვი", "პირი" და "სახე, სახეობა"მრგვალი ჭიები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში. =უცხო სიტყვათა More…
ანგლები
ძველი ჩრდილოგერმანელი ტომი, რომელიც პირველად იხსენიება მე-2 ს.-ში; მე-7 – 10 სს.-ში მონაწილეობდნენ ანგლოსაქსების ეროვნების ჩამოყალიბებაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლეზი
((danse) anglaise) "ინგლისური" (ცეკვა)ძველებური ევროპული ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისთვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლეზიტი
(anglaisite) თეთრი ან ნაცრისფერი მინერალი, ტყვიის აჯასპი (გოგირდმჟავა ტყვია); ანგლეზიტის მადნიდან გამოდნობით იღებენ ტყვიას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლიკანური ეკლესია
ინგლისის სახელმწიფო ეკლესია; პროტესტანტიზმის ნაირსახეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლიციზმი
(anglicisme) ინგლისურიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლომანი
ანგლომანიით შეპყრობილი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლომანია
გადაჭარბებული სიყვარული ყოველივე ინგლისურისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლოსაქსები
ძველი გერმანელი ტომები (ანგლები და საქსები), რომლებიც მე-5 ს.-ში გადასახლდნენ ბრიტანეთის კუნძულებზე და დაიპყრეს ინგლისი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლოფილი
ანგლოფილ-ი [ფრანგ. anglo (< anglaise ინგლისური) და ბერძ. philos მეგობარი] – ინგლისელებისა და ყოველივე ინგლისურის მოყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლოფობი
ანგლოფობიით შეპყრობილი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლოფობია
(anglo (< anglaise); phobos) "ინგლისური" და "შიში"ინგლისელებისა და ყოველივე ინგლისურის სიძულვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგსტრემი
სიგრძის ერთეული; უდრის სანტიმეტრის მეასმილიონედს; იყენებენ სინათლის ტალღების სიგრძის გასაზომად და სხვ.- შვედი ფიზიკოსის Angström-ის გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანდალუზიტი
ალუმინის სილიკატი; ვარდისფერი, იისფერი, წითელი, მწვანე და სხვა ფერის მინერალი, მინისებრი ელვარების მქონე; იყენებენ როგორც ცეცხლ- და მჟავაგამძლე მასალას; საქართველოში გვხვდება რაჭაში, More…
ანდანტე
(andante) "ნაბიჯით მიმავალი"1. ნელა, დინჯად, ზომიერად (მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ტემპის შესახებ); 2. მუსიკალური პიესა ან მისი ნაწილი, რომელიც ასეთი ტემპით სრულდება. More…
ანდანტინო
(andantino) 1. ანდანტეზე ცოტა უფრო ჩქარა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ტემპის შესახებ);2. მუსიკალური პიესა ან მისი ნაწილი, რომელიც ასეთი ტემპით სრულდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანდეზინი
მორუხო-თეთრი ფერის მინერალი, მინისებრი ელვარების მქონე; იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში მჟავაგამძლე კერამიკულ ნაკეთობათა დასამზადებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანდეზიტი
ვულკანური წარმოშობის ქანი; იყენებენ როგორც მჟავაგამძლე და სამშენებლო მასალას - სამხრეთ ამერიკის მთაგრეხილის –ანდების–სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9