A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბეგ ბედ ბევ ბეზ ბეი ბეკ ბელ ბემ ბენ ბეჟ ბერ ბეს ბეტ ბეფ ბეშ ბეჰ
selected terms: 75 page 4 of 4
ბესემერება
საკუთ. სახ - თხევადი თუჯის სხმულ ფოლადად გადამუშავების პროცესი შეკუმშული ჰაერის გატარებით (გაქრევით). Synonym: ბესემერის პროცესი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბესთი
(best) ირანში - ძველ ადათზე დაფუძნებული ხელუხლებლობა თავშესაფრისა (მაგ., მეჩეთისა, უცხო ქვეყნის საელჩოსი); ხელისუფლებს არ შეუძლიათ ძალით გამოიყვანონ ასეთ ადგილას თავშეფარებული დევნილი. More…
ბესტიარიუმი
(bestiarium < bestia) "მხეცი"შუა საუკუნეებში: ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც შეიცავს მხეცების აღწერას ალეგორიული განმარტებებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბესტსელერი
(bestseller) წიგნი, რომელიც ყველაზე ადვილად იყიდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეტა
(bēta) ბერძნული ანბანის მეორე ასოს B β-ს სახელწოდება. ბეტასხივები - ფიზ. ელექტრონების ნაკადი, რომელსაც გამოასხივებენ რადიოაქტიური ნივთიერებანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეტაინი
(beta) "ჭარხალი"ორგანული აზოტოვანი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს შაქრის ჭარხალი და ბევრი სხვა მცენარე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეტატრონი
ელექტრონების (ბეტა-ნაწილაკების) ელექტრომაგნიტური ამჩქარებელი; მისი საშუალებით იღებენ ელექტრონებს, რომლებიც მოძრაობენ ასეულ მილიონობით ელექტრონვოლტის სიჩქარით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეტელი
(betel) ტროპიკულ აზიაში გავრცელებული ხვიარა ბუჩქოვანი მცენარე, რომლის ცხარე და სურნელოვან ფოთლებს ღეჭავენ; საღეჭი პილპილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეტონი
(béton) საშენი მასალა - ცემენტის დუღაბში არეული ღორღი, ხრეში და სხვ., რომელიც გაშრობისთანავე ძალიან მყარი ხდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეტონიერი
(bétonnière) მანქანა, რომელიც მექანიკურად ურევს ერთმანეთში ბეტონის შემადგენელ ნაწილებს: ცემენტს, წყალს, ღორღს და სხვ.; ბეტონსარევი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეტონიტი
ბეტონისაგან გაკეთებული ხელოვნური ქვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეფსტროგანოვი
See also: ბევსტროგანოვი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეშამელი
(béchamel) საკუთ. სახ. - სქელი საწებელი ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეშმეთი
(bešmet) მამაკაცის ტანისამოსი, გულმკერდსა და წელზე შემოჭერილი, სწვდება მუხლებამდე; გავრცელებულია აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანასა და კავკასიის ზოგ ხალხში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეჰემოთი
(behēmōth) დიდი ტანის სქელტყავიანი ძუძუმწოვარი ცხოველი; ცხოვრობს ტროპიკული აფრიკის მტკნარ წყლებში; იკვებება ბალახით; ჰიპოპოტამი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9