A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
selected terms: 810 page 4 of 41
დეგაზატორი
1. დეგაზაციის აპარატი. 2. პირი, რომელიც დეგაზაციას აწარმოებს. 3. დეგაზაციისათვის საჭირო ნივთიერება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგაზაცია
1. მომწამვლელი ნივთიერებისაგან გაწმენდა, გაუვნებლობა (ადგილისა, ტანისამოსისა და სხვ.) 2.ტექ. წყალში გახსნილი გაზების განდევნის პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგენერატი
(degeneratus) 1. ადამიანი, რომელსაც დეგენერაციის, ფიზიკური ან სულიერი გადაგვარების ნიშნები აქვს. 2.საუბ. სულელი, კრეტინი, უჭკუო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგენერაცია
(dégénération) 1. ორგანიზმის ბიოლოგიური და ფსიქიკური ნიშნების დაქვეითება, გაუარესება; გადაგვარება. 2. ბიოლ. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედების ან ორგანოების დაშლის პროცესი. =უცხო სიტყვათა More…
დეგრადაცია
(dégradation) 1)თანდათანობითი გაუარესება რაიმე თვისებისა; 2)დაქვეითება, დაცემა. Synonym: დეგრადირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგრესია
(degressio) "უკან დახევა"1. თანდათანობითი შემცირება, კლება. 2. ფინანს. გადასახადით პროპორციული დაბეგვრა - უფრო მცირე შემოსავალზე დაბეგვრის პროცენტის შემცირებით. =უცხო More…
დეგუსტატორი
დეგუსტაციის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგუსტაცია
(dégustation) რაიმე პროდუქტის (ჩვეულებრივ ღვინის, ჩაის, თამბაქოს) გემოს გასინჯვა მისი ხარისხის გასარკვევად; დაჭაშნიკება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დედალოსი
(Daidalos) ხუროთმოძღვარი და მოქანდაკე, რომელმაც კუნძულ კრეტის მეფის მინოსის დავალებით ააგო განთქმული ლაბირინთი; თავის შვილ იკაროსთან ერთად კრეტიდან გაფრინდა ხელოვნური ფრთებით. =უცხო More…
დედვეიტი
(dead weight) გემის სრული ტვირთმზიდაობა (ყველა აუცილებელი მარაგის - სათბობის, წყლის და სხვ. - ჩათვლით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დედუქცია
(deductio) "გამოყვანა" ლოგ. მსჯელობის ხერხი - ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნის გამოყვანა. Synonym: დედუცირება Antonym: ინდუქცია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეესკალაცია
ესკალაციის საპირისპირო მოქმედება - აგრესიის, საომარი მოქმედების თანდათანობითი შენელება. See also: ესკალაცია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დევალვაცია
(Devalvation) ფულის რეფორმა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გაუფასურებულ ფულის ნიშნებს იღებენ მიმოქცევიდან და ცვლიან სრულფასიანი საკრედიტო ბილეთებით (ე. წ. ღია დევალვაცია), ანდა ბრუნვაში მყოფი More…
დევანაგარი
(dēvanāgarï) ძველი ინდური მარცვლოვანი დამწერლობა, რომელსაც ახლაც იყენებენ ჩრდ. ინდოეთში ყველაზე უფრო გავრცელებულ ენებში (მაგ., ჰინდი-ენაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დევიაცია
(déviation) 1. კომპასის მაგნიტური ისრის გადახრა (მერიდიანის ხაზიდან) რკინის დიდი მასების გავლენით.2. სწორი მიმართულებიდან გადახვევა (მაგ., გემისა, თვითმფრინავისა, საარტილერიო ჭურვისა და More…
დევიზი
(devise) 1.მოკლე გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც გამოხატავს ვისიმე ქცევის ან მოქმედების სახელმძღვანელო აზრს, იდეას. 2. მოკლე გამონათქვამი ან სიტყვა, რომელსაც ავტორი თავისი სახელის ნაცვლად More…
დევონი
პალეოზოური ერის მესამე პერიოდი დედამიწის ისტორიაში, ინგლისის საგრაფო დევონშირის სახელიდან. Synonym: დევონის პერიოდი (სისტემა) =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დევტერაგონისტი
(deuteragōnistēs) ძველ ბერძნულ ტრაგედიაში: მეორე მსახიობი, მეორე როლის შემსრულებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზ-
(dés) "-გან, -იდან"თავსართი, რომელიც აღნიშნავს დაშორებას, დაცილებას, მოსპობას. მაგ., დეზინფექცია, დეზინფორმაცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზაბილიე
(déshabillé) საშინაო ჩაცმულობა; საშინაო ტანისამოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9