A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
ვებ ვეგ ვედ ვეზ ვეი ველ ვენ ვეჟ ვერ ვეს ვეტ ვექ ვეჩ ვეჯ
selected terms: 90 page 4 of 5
ვერნიერი
1. გეოდეზიური და ასტრონომიული ხელსაწყოების ნაწილი - დამატებითი სკალა, რომელიც მოძრაობს ძირითადი (უძრავი) სკალის გაყოლებით; საჭიროა ზუსტი გამოთვლებისათვის. 2. მოწყობილობა რადიომიმღებისა და More…
ვერნისაჟი
(vernissage) სამხატვრო გამოფენის დახურული დათვალიერება, რომელზედაც მოწვეული არიან სპეციალისტები და საპატიო სტუმრები; სამხატვრო გამოფენის გახსნის დღე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერონალი
(veronalum) Synonym: ბარბიტალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერპი
ვერპ-ი [ჰოლანდ. werp] - დამხმარე ღუზა გემზე; იყენებენ ღრმა წყალში გემის შესაცურებლად თავთხელიდან და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერჟე
(vergé) ერთგვარი ქაღალდი, რომელსაც აქვს ჭვირნიშის მსგავსი სახეები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერსალელები
1. საფრანგეთის კონტრრევოლუციური ბურჟუაზიული მთავრობის ხელმძღვანელები და მომხრეები, რომლებიც რევოლუციური პარიზიდან გაიქცნენ ვერსალში 1871 წლის 18 მარტს პროლეტარული რევოლუციის (პარიზის More…
ვერსი
(верста) სიგრძის ძველებური რუსული ერთეული; უდრის 1,06 კმ-ს; იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერსია
(version) რაიმე ფაქტის, ამბის ერთ-ერთი ახსნა ან გადმოცემა (რამდენიმედან). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერსიფიკატორი
1.მოძვ. პოეტი, რომელიც კარგად ფლობს ლექსის ტექნიკას;2. ირონიულად იტყვიან უნუჭო და უშინაარსო ლექსების მთხზველზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერსიფიკაცია
(versificatio) 1. ლექსთწყობა;2. მოძღვრება ლექსთწყობის შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერტიკალი
(verticalis) 1. იგივეა,რაც ვერტიკალური ხაზი.2.ასტრ. ცის სფეროს ყოველი დიდი წრე, რომელიც ზენიტის წერტილზე გადის; ვერტიკალური წრე. See also: ვერტიკალური =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერტიკალური
რაც ჰორიზონტალურ სიბრტყესთან ქმნის სწორ კუთხეს; შვეული.ვ. ხაზი - შვეული ხაზი. ვ. წრე - ასტრ. იგივეა, რაც ვერტიკალი. Synonym: ვერტიკალი, მნიშვ. 2. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერფი
(werf) გემების საშენებელი ან სარემონტო საწარმო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერშოკი
(вершок) სიგრძის ძველებური რუსული საზომი (არშინის 1/16 ნაწილი), უდრის 4,4 სმ-ს; იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვერჯინელი
(virginal) სპინეტის სახელწოდება ინგლისში. See also: სპინეტი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვესტა
(Vesta) 1. რომაულ მითოლოგიაში: ჯოგებისა და ოჯახური კერის მფარველი ქალღმერთი;2.ასტრ. ყველაზე კაშკაშა მცირე პლანეტა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვესტალი
(Vestalis) ძველ რომში: ქალღმერთ ვესტის ქურუმი ქალი; ვესტალებს ქალწულობის აღთქმა ჰქონდათ დადებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვესტერნი
(western) დასავლეთისასხვადასხვა ჟანრის კინოფილმი, რომელშიც მოქმედება ვითარდება ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთის რაიონებში (აქედან - სახელწოდება); ასეთი ფილმების გმირები ჩვეულებრივ More…
ვესტი
(West) 1. დასავლეთი. 2. დასავლეთის ქარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვესტიბიული
(vestibule) დიდი წინოთახი მთავარ შესასვლელთან (სასახლეებში, თეატრებში და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9