A B C D E F G H I J K L M N

ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იხ
selected terms: 567 page 4 of 29
იეზუიტი
(Jesus) იესო (ქრისტე) 1. კათოლიკური ეკლესიის ყველაზე უფრო რეაქციული ორდენის, ე. წ. "იესოს საზოგადოების" წევრი (იეზუიტთა ორდენი შექმნა მე-16 ს.-ში ეგნატე ლოიოლამ);2.გადატ. ითქმის More…
იეზუიტიზმი
იეზუიტობა; ფარისევლობა, ვერაგობა, ორპირობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იენა
იაპონური ფულის ერთეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იენიჩარი
See also: იანიჩარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იერალაში
(ералаш; guerre à l’as) "ომი - კიკოს (ტუზს)" ძველებური ბანქოს თამაში ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იერარქი
(hierarchēs) "წმიდა მეთაური" მართლმადიდებელ ეკლესიაში: კათალიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტისა და ეპისკოპოსის საერთო სახელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იერარქია
(hierarchia) თანამდებობათა, წოდებულებათა თანამიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ (დაქვემდებარების წესით); სხვანაირად: "იერარქიული კიბე". =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იერატიკული
(hieratikos) "ქურუმთა"ი. დამწერლობა - დამწერლობა გაკრული ხელით, რომელიც შექმნეს ძველმა ეგვიპტელებმა იეროგლიფებისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იერემიადა
მოთქმა, გოდება; ჩივილი, წუწუნი; წინასწარმეტყველ იერემიას სახელიდან, რომლის გოდება იერუსალიმის დანგრევის გამო მოთხრობილია ბიბლიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იერიქონის საყვირი
ითქმის ძალინ დიდი, მჭექარე ხმის შესახებ; ქალაქ იერიქონის სახელიდან, რომლის მიუვალი კედლები, ბიბლიის მიხედვით, დააქცია ებრაელი მეომრების საყვირთა ხმამ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იეროგლიფი
(ta hieroglyphika grammata) წმიდა ნიშნები (ქვაზე ამოკვეთილი) 1. იდეოგრაფიული დამწერლობის ფიგურული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ცნებას, მარცვალს ან ბგერას (ასეთი ნიშნებისაგან შედგება ჩინური, More…
ივრითი
(‘ivrit) "ებრაული ენა" ასე უწოდებენ საბჭოთა კავშირში დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო ენას, რომელიც წარმოადგენს ძველ (ბიბლიის) ებრაულს, საგანგებოდ აღდგენილს. =უცხო სიტყვათა More…
იზიდა
See also: ისიდა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იზო-
(isos) "თანაბარი", "ერთგვარი" რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს თანაბარს, მსგავსს. =მაგ., იზოთერმები, იზოტოპები, იზოგლოსები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იზობათები
(isos და bathos) "თანაბარი" და "სიღრმე" წყალსატევების (ზღვების, მდინარეების, ტბების) თანაბარ სიღრმეთა წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იზობარები
(isos და baros) "თანაბარი" და "სიმძიმე" თანაბარი ატმოსფერული წნევის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იზოგეოთერმები
(isos, gē და thermē) "თანაბარი", "დედამიწა" და "სითბო", "სიცხე" დედამიწის ქერქის იმ წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე, რომლებშიც თანაბარი More…
იზოგლოსები
(isos და glossa) "თანაბარი" და "ენა", "მეტყველება"ერთნაირ ენობრივ თავისებურებათა გავრცელების აღმნიშვნელი ხაზები რუკაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იზოგონები
(isos და gōnia) "თანაბარი" და "კუთხე" 1. თანაბარი მაგნიტური გადახრის წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე. 2. ქარის ერთი და იმავე მიმართულების აღმნიშვნელი წერტილების More…
იზოგრაფია
(isos და graphō) "თანაბარი" და "ვწერ"1. ვისიმე ნაწერის, ხელნაწერის ზუსტი გადაღება;2.მოძვ. ხატების მხატვრობა; ხატწერა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9