A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კაა კაბ კაგ კად კაე კავ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კაქ კაშ კაჩ კახ კაჰ
selected terms: 441 page 4 of 23
კათოლიკოსი
See also: კათალიკოსი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კათოლიკური
კათოლიციზმთან და კათოლიკეებთან დაკავშირებული. კ. ეკლესია (სარწმუნოება) - იგივეა, რაც კათოლიციზმი. See also: კათოლიციზმი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კათოლიციზმი
ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც მეთაურობს რომის პაპი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაიაკი
ესკიმ. ტყავგადაკრული მსუბუქი ნავი (ბაიდარის მსგავსი); გავრცელებულია ესკიმოსებში, ალეუტებსა და ჩრდილოეთის სხვა ხალხებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაიზერი
(Kaiser) გერმანიის ყოფილი იმპერატორების ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაიმანი
(caiman) < კარიბ. ერთგვარი ნიანგი (5 მ-მდე სიგრძისა); ბინადრობს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მდინარეებსა და ჭაობებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაინიტი
(kainos) "ახალი"მოყვითალო ან ღია ცისფერი მინერალი; იყენებენ ქიმიურ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში (სასუქად). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაინოზოური ერა
(kainos და zoē) "ახალი" და "სიცოცხლე"უახლესი ერა დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში; მოსდევს მეზოზოურ ერას; იყოფა მესამეულ და მეოთხეულ პერიოდებად (ამ უკანასკნელს მიეკუთვნება More…
კაიური
(каюр) < ნენურიდან უკიდურეს ჩრდილოეთში: მარხილში შებმული ძაღლების ან ირმების გამრეკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაიუტ-კომპანია
(kajuta; compagnie) "კაიუტა" და "საზოგადოება"საერთო სადგომი გემზე, სადაც მგზავრები (სამხედრო გემზე - ოფიცრები) სადილობენ და ისვენებენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაიუტა
(kajuta) ოთახისმაგვარი სადგომი გემზე ეკიპაჟისა თუ მგზავრთათვის, აგრეთვე სასამსახურო მიზნებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაკადუ
(Kakadu; kakatua) ერთგვარი ქოჩრიანი თუთიყუში; გავრცელებულია ავსტრალიაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაკაველა
კაკაოს თესლის დაქუცმაცებული ჩენჩო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაკაო
(cacao) < აცტეკ. 1. ტროპიკული ხე, რომლის თესლისგანაც ამზადებენ შოკოლადს; შოკოლადის ხე. 2. ამ ხის თესლის ფხვნილი. 3. ნოყიერი სასმელი, რომელსაც ამზადებენ ამ ფხვნილის რძეში (ან წყალში) More…
კაკოფონია
(kakophōnia ) "ცუდი" და "ბგერა"მოსასმენად არასასიამოვნო შეხამება ბგერებისა; არაკეთილხმოვანება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალამბური
(calembour) სიტყვათა თამაში, რაც ემყარება ერთნაირი ბგერითი შედგენილობის სხვადასხვა სიტყვის (ანდა ერთი სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობის) გამოყენებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალამბურისტი
კალამბურების თხზვის ოსტატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალამინი
(calamina; <) მინერალი თუთიის წყლიანი სილიკატების ჯგუფისა; წარმოადგენს მადანს, საიდანაც თუთიას იღებენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალანდრი
(calandre) წნეხი, რომლის ლილვებს შორისაც ატარებენ ქსოვილს, ქაღალდს, რეზინს და სხვ. - სიგლუვის მისაცემად, გასაპრიალებლად ან მოსახატავად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალდერა
(caldera) "დიდი ქვაბი"ვულკანური წარმოშობის ოვალური ან მრგვალი ტაფობი 10 – 20 კმ. განივკვეთისა და რამდენიმე ასეული მეტრი სიღრმისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9