A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კია კიბ კიდ კივ კიზ კით კიი კიკ კილ კიმ კინ კიო კიპ კირ კის კიტ კიუ კიფ კიქ
selected terms: 76 page 4 of 4
კირზა
(Kirsei; >) ერთგვარი მკვრივი ქსოვილი, ტყავის შემცვლელი. მაგ., კირზის ჩექმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კირილიცა
(кириллица) ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანი (ორიდან), რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს; სლავთა განმანათლებლის კირილეს (მე-9 ს.) სახელიდან, რომელმაც შეადგინა სლავური ანბანი. More…
კირკე
(Kirkē) გრძნეული ქალი, რომელმაც თავის კუნძულზე ერთი წლით შეაფერხა შინ მიმავალი ოდისევსი და მისი თანამგზავრები - ღორებად აქცია (ლათინური გამოთქმით: ცირცე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კირხე
(Kirche) ლუთერანული ეკლესია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კისელი
(кисель) ხილის სიროფისაგან, რძისაგან და მისთ. სახამებლის (კარტოფილის ფქვილის) დამატებით მოხარშული ტკბილი საჭმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კისტა
(kystis) "ჩანთა", "ბუშტი"პარკის მსგავსი სიმსივნე, რომელიც სავსეა სითხით ან ფაფისებური მასით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიტელი
(Kittel) სამხედრო ფორმის ქურთუკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიუვეტი
(cuvette) 1. გზის, ქუჩის გასწვრივ გაყვანილი რუ. 2. პატარა აბაზანა ფოტოგრაფიული ფირფიტებისა და ანაბეჭდების დასამუშავებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიულოტი
(culotte) მოკლე შარვალი, რომელსაც თავად-აზნაურები ატარებდნენ საფრანგეთში მე-19 ს.-ის დასაწყისამდე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიუმელი
(Kümmel) კვლიავის (კვლიავი - სურნელოვანი მცენარეა) არაყი; იციან გერმანიაში, ჰოლანდიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიურე
(curé) საფრანგეთში, ბელგიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში: კათოლიკური ეკლესიის მღვდელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიურეტი
(curette) ქირურგიული კოვზი საშვილოსნოს გამოსაფხეკად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიური
რადიოაქტივობის საზომი ერთეული; ფრანგი ქიმიკოსების - პიერ და მარი კიურის (Curie) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიურიუმი
რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; ბუნებაში ნაპოვნი არ არის, ხელოვნურად მიიღეს 1944 წ. პიერ კიურისა (Curie, 1859-1906) და მარი სკლოდოვსკა-კიურის (1867-1934) More…
კიფოზი
(kyphos) "მოღუნული", "მოხრილი"ხერხემლის გაღუნულობა უკან (ჩვეულებრივ, გულმკერდის ნაწილში). See also: ლორდოზი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიქსი
(kicks) ბილიარდში: მოცარული დარტყმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9