A B C D E F G H I J K L M N

ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ
ტობ ტოგ ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოს ტოტ ტოქ
selected terms: 81 page 4 of 5
ტოროსი
ტოროს-ი [რუს. торос] - ყინულის უზარმაზარი თოში, რომელიც წარმოიქმნება ყინულების შეჯგუფების შედეგად ჩრდილოეთის ზღვებში, ტბებსა და მდინარეებში; ხორგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორპედირება
ტორპედირება - ტორპედოს გაშვება გემისაკენ, ტორპედოს მოხვედრება გემისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორპედისტი
ტორპედისტ-ი - სამხედრო მეზღვაური, რომელიც ტორპედოს გასაშვებ აპარატს ემსახურება; მეტორპედე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორპედო
ტორპედო [ლათ. torpedo] - თვითმოძრავი და თვითმართული წყალქვეშა ჭურვი სიგარის ფორმისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორსი
ტორს-ი [იტალ. torso] – 1. ადამიანის სხეული, ტანი (თავისა და ხელ-ფეხის გამოკლებით). 2. მისი სკულპტურული ან ფერწერული გამოსახულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორტი
ტორტ-ი [იტალ. torta] - უფუარი ცომისაგან დამზადებული დიდი ზომის საკონდიტრო ნაწარმი, ჩვეულებრივ, კრემიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორფი
ტორფ-ი [გერმ. Torf] - მკვრივი მასა, რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად; იყენებენ საწვავად, სასუქად და სხვა მიზნებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორშერი
ტორშერ-ი [ფრანგ. torchère] - მაღალფეხიანი სანათი მოწყობილობა, რომელიც იატაკზე იდგმება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტორშონი
ტორშონ-ი [ფრანგ. torchon ჩალის წნულა] – 1. ბამბის ქსოვილი ერთგვარი, ჩვეულებრივ, კუბოკრული. 2. ქაღალდი ერთგვარი; აქვს უხეშმარცვლოვანი ან ქსოვილს მიმსგავსებული ზედაპირი. =უცხო სიტყვათა More…
ტოსტერი
ტოსტერ-ი [ინგლ. toaster] - პურის ნაჭრების შესაწვავი მოწყობილობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოტალიზატორი
ტოტალიზატორ-ი [ფრანგ. totalisateur] – 1. დოღზე მოწყობილი მექანიკური მრიცხველი, რომელიც აჩვენებს - რომელ ცხენზე რა სანაძლეოა დადებული; ბიურო, რომელიც იღებს სანაძლეოს და გამარჯვებულებს უხდის More…
ტოტალიტარიზმი
ტოტალიტარიზმ-ი - ტოტალიტარული რეჟიმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოტალიტარული
ტოტალიტარულ-ი [ფრანგ. totalitaire] - სადაც, რის დროსაც ბურჟუაზიის აშკარა ტერორისტული დიქტატურაა; ფაშისტური. მაგ., ტოტალიტარული რეჟიმი. ტოტალიტარული სახელმწიფო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოტალური
ტოტალურ-ი [ფრანგ. total] - ყოვლისმომცველი, საყოველთაო. მაგ., ტოტალური ომი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოტემი
ტოტემ-ი [ინგლ. totem < ამერიკის ინდიელთა ენიდან] - ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში: ცხოველი (იშვიათად მცენარე და სხვ.), რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს. More…
ტოტემიზმი
ტოტემიზმ-ი - ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში: რელიგიის ფორმა, ტოტემის რელიგიური კულტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოქსემია
ტოქსემია [ბერძ. toxikon შხამი და haima სისხლი] – (მედიც.). ორგანიზმის მოწამვლა ტოქსინებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოქსიკოლოგი
ტოქსიკოლოგ-ი - ტოქსიკოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოქსიკოლოგია
ტოქსიკოლოგია [ბერძ. toxikon შხამი და logos მოძღვრება] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს შხამების თვისებებს და მათ მოქმედებას ორგანიზმზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოქსიკური
ტოქსიკურ-ი [< ბერძ. toxikon შხამი] - შხამიანი, მომწამვლელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9