ტრანსფორმატულ-ი [- ლათ. transformo გარდავქმნი] – 1. აპარატი, რომელიც ცვალებადი დენის ძაბვას ზრდის ან ამცირებს. 2. ესტრადის მსახიობი, რომელიც რიგრიგობით თამაშობს რამდენიმე მოქმედი პირის როლს More…
ტრანსფორმიზმ-ი [< ლათ. transformo გადავაქცევ რადმე, გარდავქმნი] – (ბიოლ.). წარმოდგენათა სისტემა ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების ფორმათა ცვლილებისა და გარდაქმნის შესახებ; წინ More…
ტრანსცენდენტურ-ი [ლათ. transcendens (transcendentis) რაც საზღვარს სცილდება] – 1. იდეალისტურ ფილოსოფიაში: შესაძლო ცდის ფარგლებს გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი. 2. (მათემ.). რასაც More…
ტრანშეა [ფრანგ. tranchée] – 1. (სამხ.). ვიწრო ღრმა თხრილი, რომელიც მთლიან ხაზად აერთებს თავდაცვითი პოზიციების ყველა საცეცხლე წერტს. 2. გრძლად გაჭრილი თხრილი. 3. ღია სამთო გამონამუშევარი. More…
ტრაპეცია [ბერძ. trapezion] – 1. ოთხკუთხედი, რომლის მხოლოდ ორი გვერდია პარალელური. 2. ცირკში: სატანვარჯიშო იარაღი - წყვილი ბაგირით, თოკით ჩამოკიდებული ჰორიზონტალური ღერძი. =უცხო More…
ტრასა [გერმ. Trasse] – 1. ხაზი (რუკაზე ან ადგილზე), რომელიც აღნიშნავს რისამე (მაგ., გზის, არხის, მილსადენის და მისთ.) მიმართულებას; გეზნიშანი. 2. (სამხ.). კვალი, რომელსაც ჰაერში ტოვებს More…
ტრასოლოგია [ფრანგ. trace კვალი და ბერძ. logos მოძღვრება] - კრიმინალისტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დამნაშავის მიერ დანაშაულის ადგილზე დატოვებულ კვალს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი