უნტერ-ოფიცერ-ი [გერმ. Unteroffizier] – მეფის რუსეთისა და ზოგი უცხო ქვეყნის არმიებში: ჯარისკაცთაგან გამოსულ უმცროს მეთაურთა შემადგენლობის წოდებულება; ამ წოდებულების მქონე პირი. =უცხო More…
უნტერმან-ი [გერმ. Untermann] – ცირკში: აკრობატი, რომელიც პირამიდის (იხ. პირამიდა, მნიშვ. 3) ქვედა წევრია და ყველა სხვა პარტნიორი მასზეა შემდგარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უნტერტონებ-ი [გერმ. Untertöne] – (მუს.). რიგი დამატებითი ტონებისა, რომლებიც ბგერენ მთავარ ტონთან ერთდროულად, მაგრამ მასზე უფრო დაბლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უნცია [ლათ. uncia] – 1. წონის ერთეული ძველ რომში ( და შემდეგ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც – მეტრული სისტემის შემოღებამდე). 2. სააფთიაქო წონის ერთეული რუსეთში (= დაახლოებით 30 გ-ს); More…
უნციალურ-ი დამწერლობა [გვიანდ. ლათ. uncialis] – ლათინური და ბერძნული დამწერლობა, ჩვეულებრივი დამწერლობის კალიგრაფიული ვარიანტი; გავრცელებული იყო მე-4 – 9 სს.-ში. =უცხო სიტყვათა More…
უოლ-სტრიტ-ი [ინგლ. Wall-Street] – ნიუ-იორკში: ქუჩა, რომელზედაც მოთავსებულია უდიდესი ბანკები, საფონდო ბირჟა და მისთ.; სახელწოდება «უოლსტრიტი» გახდა სინონიმი ამერიკული საფინანსო ოლოგარქიისა. More…
ურან-ი – რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; მისგან იღებენ სამრეწველო ატომურ ენერგიას [პლანეტა ურანოსის სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურანია [ბერძ. Urania] – ბერძნულ მითოლოგიაში: 1. ასტრონომიის მფარველი მუზა; წარმოდგენილი ჰყავდათ ქალად, რომელსაც ხელში გლობუსი უჭირავს. 2. აფროდიტეს ერთ-ერთი ეპითეტი. =უცხო სიტყვათა More…
ურანოს-ი [ბერძ. Uranos] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში:ცის ღმერთი, გეას (დედამიწის) შვილი; ტახტიდან ჩამოაგდო თავისმა შვილმა კრონოსმა. 2. (ასტრ.). მზიდან რიგით მეშვიდე დიდი პლანეტა მზის სისტემისა. More…
ურბანიზმ-ი [ფრანგ. urbanisme < ლათ. urbs ქალაქი] – 1. ბურჟუაზიული თეორია, რომელიც იცავს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებას დიდ ქალაქებში (სოფლის საზიანოდ). 2. ხელოვნებასა More…