A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფეა ფებ ფედ ფეე ფეი ფეკ ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეშ ფეც
selected terms: 90 page 4 of 5
ფერმენტაცია
ფერმენტაცია [< ლათ. fermento ვიწვევ გაფუებას, ღვივილს] - გაფუების, გაღვივების პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერმენტი
ფერმენტ-ი [ლათ. fermentum] - ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ უჯრედში და ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების აჩქარებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერმერი
ფერმერ-ი [ინგლ. farmer < ფრანგ.] - ფერმის (იხ. ფერმა1, მნიშვ. 2) პატრონი ან მოიჯარე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერმიუმი
ფერმიუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; ბუნებაში ნაპოვნი არ არის; ხელოვნურად მიიღეს პირველად 1953 წ. [იტალიელი ფიზიკოსის ენრიკო ფერმის (Fermi, 1901-1954) More…
ფერმუარი
ფერმუარ-ი [ფრანგ. fermoir] – 1. შესაკრავი აბზინდა წიგნზე, ალბომზე, ყელსაბამზე, საფულეზე და მისთ. 2. ყელსაბამი, რომელსაც ასეთი აბზინდა აქვს. 3. ქვის, ხის დასამუშავებელი სატეხი; ასეთი იარაღი More…
ფერნამბუკი
ფერნამბუკ-ი [< გეოგრ. სახ.] - ხე, რომელიც ხარობს ბრაზილიაში; აქვს ძალიან მაგარი მოყვითალო-წითელი მერქანი, რომელიც გამოშრობისას იღებს მუქ წითელ ფერს («წითელი ხე»); იყენებენ More…
ფერო-
ფერო- [< ლათ. ferrum რკინა] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს რკინისას. მაგ., ფერომანგანუმი, ფეროშენადნობი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეროვანადიუმი
ფეროვანადიუმ-ი [ლათ. ferrum რკინა და (იხ. ვანადიუმი)] - რკინის შენადნობი ვანადიუმთან; იყენებენ ფოლადის ლეგირებისათვის (იხ. ლეგირება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეროვოლფრამი
ფეროვოლფრამ-ი [ლათ. ferrum რკინა და (იხ. ვოლფრამი)] - რკინის შენადნობი ვოლფრამთან; იყენებენ სპეციალური ფოლადის გამოდნობის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერომაგნეტიზმი
ფერომაგნეტიზმ-ი - (ფიზ.). ფერომაგნეტიკებისათვის დამახასიათებელ მაგნიტურ მოვლენათა და თვისებათა ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერომაგნეტიკი
ფერომაგნეტიკ-ი - (ფიზ.). ნივთიერება, რომელსაც ფერომაგნიტური თვისებები აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერომაგნიტური
ფერომაგნიტურ-ი - (ფიზ.). რასაც ძლიერი მაგნიტური თვისებები აქვს. მაგ., ფერომაგნიტური სხეულები (ფოლადი, თუჯი, ნიკელი და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერომანგანუმი
ფერომანგანუმ-ი [ლათ. ferrum რკინა და (იხ. მანგანუმი)] - რკინის შენადნობი მანგანუმთან; გამოყენება აქვს ფოლადის წარმოებაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერომენები
ფერომენებ-ი - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი, რომელთაც გამოყოფენ ცხოველები გარემოში და რომლებიც სპეციფიკურ გავლენას ახდენენ იმავე სახეობის ინდივიდთა ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე. More…
ფეროტიპია
ფეროტიპია [ლათ. ferrum რკინა და ბერძ. typos ანაბეჭდი] - ლითონზე (ბროშზე, მედალიონზე და მისთ.) ფოტოგრაფიული გამოსახულების მიღების ხერხი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეროქრომი
ფეროქრომ-ი [ლათ. ferrum რკინა და (იხ. ქრომი)] - რკინის შენადნობი ქრომთან; იყენებენ ქრომოვანი ფოლადის მისაღებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერტილური
ფერტილურ-ი [ლათ. fertilis] - ნაყოფის მომცემი, ნაყოფიერი (ორგანიზმი). მაგ., ფერტილური ასაკის ქალი (მამაკაცი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერტილურობა
ფერტილურობა [< ლათ. fertilis ნაყოფიერი] - ორგანიზმის უნარი წარმოქმნას შთამომავლობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერტოინგი
ფერტოინგ-ი [ჰოლანდ. vertuiing] – (ზღვ.). ორი ღუზით გემის გაჩერების ხერხი ისეთ ადგილებში, სადაც იცის ძლიერი მიქცევა და მოქცევა, ცვალებადი ქარი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფერულა
ფერულა [ლათ. ferula წკეპლა, როზგი] - ძველად: სახაზავი, რომლითაც დამნაშავე მოწაფეებს სცემდნენ ხელისგულებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9