A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფობ ფოგ ფოვ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოს ფოტ ფოქ
selected terms: 135 page 4 of 7
ფორმატი
ფორმატ-ი [გერმ. Format] – 1. წიგნის, ფურცლის, ბარათის და მისთ. ზომა. 2. (პოლიგრ.). ანაწყობის სიგრძე და სიმაღლე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორმაცია
ფორმაცია [ლათ. formatio წარმოება; სახე] – 1. გარკვეული სტადია, საფეხური რისამე განვითარებაში. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია - ისტორიული განვითარების მოცემულ საფეხურზე არსებული More…
ფორმირება
ფორმირება - 1. ჩამოყალიბება; შედგენა, დაკომპლექტება. 2. ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორმულა
ფორმულა [ლათ. formula (კნინ.) < forma] - 1. მოკლე და ზუსტი სიტყვიერი განსაზღვრა რისამე. 2. რიცხვებით ან ასოებით გამოხატული და მათემატიკური ნიშნებით შეერთებული სიდიდეების ერთობლიობა More…
ფორმულარი
ფორმულარ-ი [გერმ. Formular] – 1. სააღრიცხვო ბარათი, რომელიც იდება ბიბლიოთეკის წიგნში; მასში აღინიშნება წიგნის გაცემა და დაბრუნება. 2. ბიბლიოთეკაში თითოეული მკითხველის სახელზე არსებული More…
ფორმულირება
ფორმულირება - ზუსტად გამოთქმა, გამოხატვა (აზრისა, წინადადებისა, გადაწყვეტილებისა და მისთ.); დაფორმულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორპიკი
ფორპიკ-ი [ინგლ. forpeak, ჰოლანდ. voorpiek] – (ზღვ.). გემის ცხვირში მოთავსებული ნაკვეთური, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ წყლის ბალასტისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორპოსტი
ფორპოსტ-ი [გერმ. Vorposten] – (სამხ.). მოწინავე პოსტი, მოწინავე პოზიცია; ავანპოსტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორს-მაჟორი
ფორს-მაჟორ-ი [ფრანგ. force majeure] – (წიგნ.). ვითარება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; გადაულახავი დაბრკოლება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორსაჟი
ფორსაჟ-ი [ფრანგ. forçage] - აჩქარება, გაძლიერება (რაიმე პროცესისა). მაგ., მყინვარის დნობის ფორსაჟი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორსინგი
ფორსინგ-ი [ინგლ. forcing] – (სპორტ.). კრივში: განუწყვეტელი შეტევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორსირება
ფორსირება [< ფრანგ. forcer გაძლიერება] – 1. რისამე დაჩქარება; რისამე ტემპის გაძლიერება. 2. (სამხ.). რაიმე ბუნებრივი დაბრკოლების (მაგ., მდინარის) ბრძოლით გადალახვა. =უცხო More…
ფორტე
ფორტე [იტალ. forte] – (მუს.). ძლიერ ხმამაღლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შესახებ). საპირისპ. პიანო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორტელი
ფორტელ-ი [პოლონ. fortel] - ეშმაკობა, ოინი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორტეპიანო
ფორტეპიანო [იტალ. fortepiano] - პიანინოს და როიალის საერთო სახელწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორტი
ფორტ-ი [ფრანგ. fort] – (სამხ.). ცალკეული ციხესიმაგრე საბრძოლო გამაგრებათა სისტემაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორტისიმო
ფორტისიმო [იტალ. fortissimo] – (მუს.). ფორტეზე უფრო ძლიერ, უფრო ხმამაღლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორტიფიკაცია
ფორტიფიკაცია [ლათ. fortificatio] – 1. სამხედრო-საინჟინრო მეცნიერება ადგილმდებარეობის გამაგრების შესახებ. 2. სხვადასხვა სამხედრო-საინჟინრო ნაგებობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორტუნა
ფორტუნა [ლათ. Fortuna] – 1. რომაულ მითოლოგიაში: ბედ-იღბლის ღვთაება. 2. ბედნიერი შემთხვევა, იღბალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორუმი
ფორუმ-ი [ლათ. forum] – 1. ძველ რომში: მოედანი, სადაც იმართებოდა სახალხო კრებები და სხვა თავყრილობანი. 2. (გადატ.). ადგილი, სადაც იმართება შეკრება, გამოსვლები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. 3. More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9