A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
selected terms: 157 page 4 of 8
ქლორპიკრინი
ქლორპიკრინ-ი [ქლორი და ბერძ. pikros მწარე] - მომწამვლელი ნივთიერება - მწვავე სუნის მქონე უფერო სითხე, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქნესეთი
ქნესეთ-ი (და არა: კნესეტი) [ებრ. kneset] - ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერა
ქოლერა [ბერძ. cholera] - მწვავე გადამდები დაავადება; იცის პირღებინება, კუჭის აშლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერიკი
ქოლერიკ-ი [ლათ. cholericus < ბერძ. cholē ნაღველი] - ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე, ფიცხი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერიკული
ქოლერიკულ-ი - ფიცხი, ენერგიული (ითქმის ტემპერამენტზე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლერინა
ქოლერინა - კუჭ-ნაწლავის მწვავე აშლილობა; პირველ დღეებში ქოლერას მოგვაგონებს (სხვანაირად: ევროპული ქოლერა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლესტერინი
ქოლესტერინ-ი [ბერძ. cholē ნაღველი და (იხ. სტერინი)] - ორგანული ნივთიერება, ერთატომიანი სპირტი სტერინების ჯგუფისა; მოიპოვება ცხოველურ ორგანიზმებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლეცისტიტი
ქოლეცისტიტ-ი [ბერძ. cholē ნაღველი და kystis ბუშტი] – (მედიც.). ნაღვლის ბუშტის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლინი
ქოლინ-ი [< ბერძ. cholē ნაღველი] B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც პირველად ნაღვლიდან გამოყვეს; ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების შედეგად გაჩენილ ღვიძლის მძიმე დაავადებებს. More…
ქონდრიომი
ქონდრიომ-ი - (ბიოლ.). ქონდრიოსომების ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქონდრიოსომები
ქონდრიოსომებ-ი [ბერძ. chondros მარცვალი, კვნიტი და sōma სხეული] – (ბიოლ.). უჯრედის ორგანოიდების ერთ-ერთი სახეობა; აქვთ მარცვლის ან ძაფის ფორმა; მათ შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ფერმენტი More…
ქონდრიტი
ქონდრიტ-ი [< ბერძ. chondros ხრტილი] – (მედიც.). ხრტილის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქონდროლოგია
ქონდროლოგია [ბერძ. chondros ხრტილი და logos მოძღვრება] - ანატომიის ნაწილი, რომელიც ხრტილებს სწავლობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქონდრომა
ქონდრომა [ბერძ. chondros ხრტილი და (onk)ōma სიმსივნე] – (მედიც.). კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება ხრტილოვანი ქსოვილისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორალი
ქორალ-ი [< ლათ. (cantus) choralis გუნდური (საგალობელი)] - კათოლიკეთა და პროტესტანტთა რელიგიური საგალობელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორდა
ქორდა [ბერძ. chordē სიმი] – 1. (მათემ.). სწორი ხაზი, რომელიც აერთებს რომელიმე მრუდი ხაზის ან მრუდი ზედაპირის ორ წერტილს. 2. ზოგი ცხოველის (აგრეთვე ადამიანის ჩანასახის) ხერხემლის დრეკადი, More…
ქორდომეტრი
ქორდომეტრ-ი [ბერძ. chordē სიმი და metreō ვზომავ] - სიმის სისქის გასაზომი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორე
ქორე [< ბერძ. choreios] - ლექსის ორმარცვლიანი მუხლი, რომლის ერთი მარცვალი გრძელია (ან მახვილიანი). მეორე კი - მოკლე (ან უმახვილო). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეა
ქორეა [ბერძ. choreia ცეკვა] - ნერვული დაავადება; დამახასიათებელია კიდურებისა და სახის კუნთების უნებლიე და უწესრიგო მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ძილში წყდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეოგრაფი
ქორეოგრაფ-ი - ქორეოგრაფიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9